Sunday, June 1, 2014

ვიქტორინა გეგეშიძის ბაღში

       პარასკევს, 30 მაისს, გუნდ „ბენეფისის“ წევრები ვაკეში, გეგეშიძის ბაღში შევიკრიბეთ. ჩვენ გვსურდა რაც შეიძლებოდა მეტი ადამიანისთვის გვემცნო, თუ რა წიგნებს გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“; რომელ წელს დააარსდა ის; რომელი ნობელიანტი მწერლების წიგნები აქვს მას და როგორი დაბალი ფასებია ამ გამომცემლობაში.

   

   შევარჩიეთ საუკეთესო დრო - დრო, როცა გეგეშიძის ბაღში ყველაზე მეტი ხალხია. ჩვენ დავურიგეთ 30-ზე მეტ ადამიანთა ჯგუფს თუ ადამიანს ჩვენ მიერ შედგენილი ტესტები, რომელიც გამომცემლობასთან დაკავშირებული ათი კითხვისგან შედგებოდა.




       დარიგებიდან ათიოდე წუთში, ჩვენ დავიწყეთ ტესტების აკრეფა, რის შემდეგაც შევამოწმეთ პასუხები და გამოვავლინეთ გამარჯვებული, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც 10 კითხვიდან ათივეს სწორად უპასუხა, ამის მიზეზი კი ძალიან მარტივი რამ აღმოჩნდა, გვითხრა, რომ დაინტერესებულია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნებით, ძალიან ხშირად კითხულობს. გამარჯვებულს გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათი ნებისმიერ წიგნზე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან". 





No comments:

Post a Comment