მესამე კვირის რეპორტი

      ვიწყებთ მესამე კვირის რეპორტის წერას ^_^
ეს კვირაც არანაკლებ კარგი და ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა, ვიდრე წინა ორი :)) გთავზაობთ ქრონოლოგიურად იმ აქტივობათა ჩამონათვალს, რომელიც გუნდმა "ბენეფისმა" განახორციელა მესამე კვირას.

      პირველი აქტივობა ეს იყო 2 ივნისს, ორშაბათს. ჩვენი გუნდი იყო პირველი პირველივე კვირას, რომელმაც ჩართო სკოლის მოსწავლეები კონკურსში და დაიწყო ვიქტორინის ჩატარება, მაშინ აღვნიშნეთ, რომ ეს არ იქნებოდა ერთჯერადი სახის და სისტემატურად ვესტუმრებოდით სხვადასხვა სკოლას. სკოლა, რომელსაც ამ კვირაში ვესტუმრეთ, იყო N55-ე საჯარო სკოლა, რომლის VII-VIII კლასელებთანაც ჩავატარეთ ვიქტორინა,  კითხვების რაოდენობა შეადგენდა ათს. კითხვები საშუალო სირთულის იყო და მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ბაკურ სულაკაურის 
გამომცემლობასთან. 


ბავშვები სიხარულით ჩაერთვნენ ვიქტორინაში ასევე ემოციურად ჩაიარა ქულების დათვლის პროცესმა, მალე გამოვავლინეთ ვიქტორინაში გამარჯვებულიც, რომელსაც გადავეცით ედმუნდ ნიზიურსკის "მარეკ პეგუსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი", ასვევე მეორე-მესამე ადგილზე გასულებს გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათები "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან".


   მეორე აქტივობა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ეს იყო სამ ივნისს, სამშაბათს დავესწარით ილიაუნის პროფესორის, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორის ქალბატონ ცირა ბარბაქაძის ორგანიზებით გაიმართულ ილიაუნის პოეზიის კლუბის პერფორმანსს: 9 პოეტის 9 მუზა. 


     ღონისძიების დასაწყისში გავაცანით, თუ რა მიზნით ვიყავით ამ ღონისძიებაზე, ვისაუბრეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსზე "წიგნების თაობა 2014", რომელიც  ყოველ წელს ტარდება, და  წელს უკვე ჩვენ ვმონაწილეობთ, და რომ დღეს ერთ-ერთი პოეტი, რომელსაც მაყურებელი ფარული ხმის მიცემით შეარჩევდა, გახდებოდა მისთვის სასურველი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ნებისმიერი წიგნის მფლობელი. ამას ყველანი აპლოდისმენტებით შეხვდნენ ^_^

   მსმენელთა გადაწყვეტილებით, გამაჯვებული გახდა პოეტი ირაკლი ცხადაია, რომელსაც მეორე დღეს მის მიერ შერჩეული წიგნი გადავეცით. მისი არჩევანი შეჩერდა წიგნზე - "Pink Floyd" (ილუსტრირებული ბიოგრაფია). ასევე, ჩვენი გუნდის სიმპათიას ნინის გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათი :))


    ჩვენი მესამე აქტივობა რომელითაც ვამაყობთ ამ კვირაში ^_^ ეს არის ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის" განხილვა, რომელიც ჩვენი გუნდის Bénéfice-სა და Facebook ჯგუფის We Love Books-ის ორგანიზებით მოეწყო.
     მოუთმენლად ველოდით შაბათ საღამოს, ექვს საათზე "სანტა ესპერანსაში" უკვე იყო განხილვაში მონაწილეობის მსურველთა საკმაო რაოდენობა და სტუმრები ისევ მოდიოდნენ :))) საოცრად გვიხაროდა, რომ ამდენი მსურველი აღმოჩნდა ^^ 
  დავიწყეთ განხილვა ისე, როგორც წინასწარვე გვქონდა დაგეგმილი, არანაირი ოფიაციალური გარემო, გვსურდა მაქსიმალურად მეგობრულად ვყოფილიყავით ყველანი ერთმანეთთან და რაც შეიძება კარგად გაგვეტარებინა ჩვენთვის განკუთვნილი ორი საათი. 

      გაცნობის შემდეგ გადავედით წიგნის ვრცლად მიმოხილვაზე, ავტორის მიერ დასმულ პრობლემებზე, რამდენად არის ეს თემები ჩვენთან ახლოს, როგორ მოიქცეოდა თითოეული ჩვენგანი დეიდა როზას ან ოსკარის ადგილას რომ აღმოჩენილიყო. რამდენად მოახერხა ავტორმა სათქმელის ჩვენამდე მოტანა. ყველა საოცარი სიყვარულით და სითბოთი საუბრობდა პატარა ოსკარზე :)))

               ჩავატარეთ ორი სახის კონკურსი - თითოეულ მონაწილეს ჰქონდა საშუალება, დაეწერა პატარა ჩანახატი შემდეგი სათაურით - "წერილი ღმერთს" და დაანონსებული მინი ვიქტორინა ნოველის გარშემო. 


     სოფია ანსიანმა, რომელთან ერთადაც დავგეგმეთ და განვახორციელეთ განხილვა, სამ მათგანს გადასცა ერიკ-ემანუელ შმიტის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი".


     რაც შეეხება მეოთხე აქტივობას, ეს იყო უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია "დავითიანნთან" არსებული ლიტერატურული კლუბის "დალკის" მიერ ორგანიზებულ პოეზიის საღამოზე სტუმრობა, სადაც ჩვენს ფავორიტ ავტორს - მახო მენაბდეს გადავეცით აკა მორჩილაძის წიგნი "ძველი გულებისა და ხმლისა", ასევე 25%-იანი ფასდაკლების ბარათი.



    რაც შეეხება მეხუთე აქტივობას: არ ვწყვეტთ ვიქტორინას პარკებსა და სკვერებში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა მრავალ ადამიანს გააცნო "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" უფრო ახლოს, თუ როდის დაარსდა, რომელ წიგნებს გამოსცემს, რომელი ავტორებია ყველაზე პოპულარული, თან ეს ყველაფერი მიაწოდო მათ კითხვების სახით, ვთვლით, რომ ერთ-ერთ ეფექტური გზაა ადრესატისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად და დასამახსოვრებლად. მათ, ვინც შეძლო მაქსიმალური ქულის აღება, გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათები :)))


       და ბოლო, მეექვსე, ძალიან სახალისო აქტივობა ^_^ კვირა საღამოს Wendy's-ს  ვესტუმრეთ :)))

       მივედით თითოეულ მაგიდასთან, რომელიც დაკავებული იყო და გავაცანით ყველას აქციის პირობები, რომ საჭირო იყო, ჩაგვეწერა მხოლოდ მათი სახელი და გვარი, რომლის შემდეგაც ყოველი მათგანის მონაცემები დოლურაში მოთავსდებოდა და იღბლიანს, რომელსაც გამოვავლენდით დოლურის პრინციპით, გადავცემდით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნს "დესერტები და სასმელები" :)))



    სრული უმრავლესობა სიხარულითა და აზარტით ჩაერთო აქციაში, ყველას (ერთის გარდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ჰქონდა გასათამაშებელი წიგნი სახლში) სახელისა და გვარის ჩამოწერის შემდეგ გავმართეთ გათამაშება, რომელშიც გაიმარჯვა სალომე ხერგიანმა და გადავეცით გასათამაშებელი წიგნი ^_^


    აღსანიშნავია, Wendy's-ის გოგონა, რომელიც ჩვენს განწყობაზე ზრუნავდა და რომლის გარეშეც თამაშს არ ჩაუვლია ^_^


პ.ს. თქვენ ეს-ესაა დაამთავრეთ გუნდ "ბენეფისის" კიდევ ერთი ვრცელი რეპორტის კითხვა :))) 
პ.ს.ს სავარაუდოდ ვერც მეოთხე რეპორტში შევძლებთ პირობის შესრულებას და ისევ მოცულობითი იქნება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საინტერესო აქტივობებს გთავაზობთ  ^_^



No comments:

Post a Comment