Saturday, May 31, 2014

რეცენზია, რომელიც უნდა წაიკითხო

   "შენ რა წლევანდელი ოსკარების დაჯილდოებას არ უყურე?"  "ააა, ის ოსკარი არისტოკრატებში რომ იწონებს თავს?"  "მსენია, მას ოსკარ პესტორიუსი ერქვა ბავშვობაში ორივე ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო". "ის ოსკარი, მწერლებში ყველაზე ველური“?.... "დაივიწყე, ახლა ვიწყებ, გერმანელი ავტორია, გრძელი სახელი აქვს, გვარად კი შმიტია."  "ააა, ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი?" დიახაც.
    შთაბეჭდილებებზე ბაასი ასეთი აზიზი და "თუ შევეხები ვაითუ დაიფშვნას" ნაწარმოებზე ისეთივე რთულია, როგორც ყოველი წლის თებერვალში კოდაკის თეატრში ჯდომა და ლოდინი როდის გადმოგცემენ "end the Oscar goes to"... მოკლედ, საიდან სადაო.
    ნაწარმოები  ერთი შეხედვით აგრესიული დასაწყისით, აი, ცხოველების სიძულვილს რა ჰქვია, მომკალი და ვერ ვიხსენებ, და მაინც, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის შეფიც რომ იყო, არ გიჩნდება აგრესია - პირიქით, რაღაც მომენტში გულშემატკივრობ კიდეც, ყოველივე ამის გამკეთებელს. "გამარჯობა, მე მქვია  ოსკარი,  ათი წლის ვარ, ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს, მგონი თევზებიც შიგ გამოვწვი“. დასაწყისი არაჰარმონიული დასაწყისით, თუმცა არც ამ ქაოსის საწინააღმდეგო გაქვს რამე, კიდევ რამოდენიმე ბწკარი და გიყვარდება თავიდან ნიჰილიზმით შეპყრობილი მოწუწუნე ოსკარი, რომელიც იმედგაცრუებულია და ჰგონია, რომ თოვლის ბაბუაც კი თეთრწვერა ბებრუხანაა, რომელის სინამდვილეში არც კი არსებობს.
  ეს არის ისტორია  ბიჭუნაზე, რომელმაც 12 დღე დაჰყო "ხმამაღლა მოლაპარაკე და სხადასხვა ფერის" ადამიანთა გარემოცვაში. მას ჰყავს მარად მოცლილი ძმაკაცები:  ბეკონი, პოპკონი და აინშტაინი, მერე რა, რომ ამ უკანასკნელს მიუხედავად თიკუნისა "თავი მობუყბუყე წყლით აქვს სავსე“ და ბეკონიც არაა "ის ბეკონი", რომელიც ამბობდა შემეცნების ერთადერთი გზა შეგრძნებების კოჰაბიტაციააო. ოსკარისათვის ამ ჯერ კიდევ შეუმეცნებელი სამყაროს, იმ სამყაროსი რომლის არსებობაც და, მით უმეტეს, კეთილგონიერებაც არც კი სჯერა. მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი იცვლება, გარდა დედა როზასი, რომელიც ოსკარის სიტყვებით "მეტისმეტად ბებერია იმისათვის რომ შეიცვალოს“. სწორედ მან დააწყებინა ოსკარს წერილების წერა, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ხანდახან მხოლოდ შელამაზებულ სიცრუეს, მაქმანებს და ,,წიწიკ-პიპილოებს“  ნიშნავს . დედა როზა ცდილობს ყოველგვარი შეფუთვის, შელამაზებისა და მორთვის გარეშე შეამეცნებინოს სამყარო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთად, როგორ იდეალურსა და უმწიკვლოსაც ასახავდა ვინმე მოსწავლე ხატვის გაკვეთილზე.
 ის უამრავ ისტორიას იგონებს, რომ შეუმსუბუქოს მოსაწყენი ყოფა და ამისათვის ლანგედოკელი მახრჩობელას და ბუხვილენდელი ძუკნას დამარცხებაც კი უწევს კეტჩის რინგზე, კეტჩის მატჩისა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს ყოფილა. ყველა, ოსკართან მიმართებაში სიტყვა სიკვდილის ხსენებისას ხმას კმენდს, ის კი პირიქით, არაფერს უმალავს: "ჩვენ ყველანი თავს ვიკატუნებთ და ვიჯერებთ, რომ უკვდავნი ვართ“. და მაინც, თავიდან სკეპტიკურად განწყობილი ოსკარი იწყებს წერილების მიწერას.
,,-ვითომ რატომ უნდა მიმეწერა ღმერთისათვის?
-იმისათვის, რომ სიმარტოვე ნაკლებად გეგრძნო.
-მერე ვისთან, ვინც არც კი არსებობს?
-ჰოდა აარსებე“...
მისი მდგომარეობა ერთი შეხედვით გამოუვალია, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს "ყოველთვის აგდია სადღაც ერთი ტომარა ფქვილი" და მაშინ როდესაც სრულებითაც არ ელოდები ის "ფქვილი" შეიძლება აღმოჩნდეს ულამაზესი "ცისფერი გოგონა" მეზობელი პალატიდან - სახელად პეგი ბლუ, რომელსაც ხისფერი ავადმყოფობა სჭირს. მიუხედავად იმისა რა ფერისაც არ უნდა იყოს მისი ავადმყოფობა, შენ შეიძლება ის მოჩვენებებისაგან დაიცვა, მაკნატუნას ფირფიტა გაუგზავნო ბინდისფერ პალატაში, ტუჩებში კოცნა ასწავლო (ხანდახან ენის ენაზე გასმაც კი), თუმცა ამბობენ, კოცნა გოგონების მოგონილიაო, შეიძლება პალატიდან არც კი გახვიდე, მაგრამ მალე საავადმყოფოს მთავარი კაზანოვას ტიტული მოირგო. მერე შეიძლება ის შიშებიც გაქრეს იმის მიმართ, რაც შენთვის შეუცნობელი იყო, "მაგრამ შენ უკვე არ გეშინია შეუცნობლის, შენ გული გეთანაღრება იმის დაკარგვაზე, რასაც უკვე იცნობ" და შენ გტკივა "მაგრამ ეს არ შეიძლება ტკივილი იყოს", მიხვდე, რომ მხოლოდ უინტერესო შეკითხვებზე არსებობს პასუხი და ის რომ სიცოცხლე მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნას.
   შენ თუ ბოლო გვერდამდე ჩემსავით "სუნთქვაშეკრულმა" ჩაიკითხე, შეიძლება დაიჯერო, რომ ადამიანს ორი საათიც კი შეუძლია გაძლოს ისე, რომ არ ამოისუნთქოს, თუ ამის გჯერა, ყოველთვის იქნებიან შენს გარშემო სტანდარტული თეთრხალათიანი და არასტანდარტული უჟმურ სახეების მიღმა, მზის სხივებივით თვალების გარშემო ნაოჭებშეპარული ვარდისფერხალათიანი ქალბატონები, რომლებშიც შეიძლება ყოფილ კეტჩისტს შეიძლება გულჩვილი ნაზი ქალი ებრძოდეს, არც პეგი ბლუს შეეცვლება ფერი ოპერაციის შემდეგ და ისევ იმ ცისფერ გოგონად დარჩება. შენ კი შეიძლება დაუმეგობრდე იმას, ვისი არსებობისაც არც კი გჯეროდა ....

"ახლა, ასე რომ დავუმეგობრდით ერთმანეთს, მითხარი, რა გაჩუქო დაბადების დღეზე“?


ანი ბაძაღუას რეცენზია

ერლენდ ლუ თბილისში

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალის მოწვევით თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და სცენარისტი ერლენდ ლუ ეწვია. მწერალი თბილისში პირველად ჩამოვიდა და მკითხველებთან შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
მოუთმენლად ველოდით მის ჩამოსვლას, სულ სხვა შეგრძნებაა, როცა შესაძლებლობას გაძლევენ შენთვის გამორჩეულ ავტორს პირადად შეხვდე და უსმენდე მისეულ შეფასებებს, წიგნების მიმოხილვას, ისმენდე მის ინტერესებზე,  ცდილობ მცირე დეტალიც კი, რომელიც მის ცხოვრებას უკავშირდება არ გამოგრჩეს, თუნდაც ის, რომ სწავლობს გიტარაზე დაკვრას და ყოველდღიურ ტრანსპორტად ველოსიპედს იყენებს.


თუმცა სანამ შეხვედრის დეტალებზე გადავიდოდეთ, გვსურს მოგიყვეთ იმ აქტივობის შესახებ, რომელიც "ბენეფისმა" განვახორციელეთ შეხვედრის დაწყებამდე. 

დასაწყისში შეკრებილ სტუმრებს წარვუდგინეთ ჩვენი გუნდი და გავაცანით გათამაშების წესები, რომელიც წინ ელოდათ. 


ჩამოვარიგეთ პატარა ფურცლები, რომელზეც თითოეულმა მათგანმა დაწერა თავისი სახელი და გვარი და ავტომატურად ჩაერთო გათამაშებაში, რომელიც დოლურის პრინციპზე იყო აგებული. თითოეულ მათგანს ჰქონდა შანსი მოეგო ერლენდ ლუს "ნაივური. სუპერი", რომელიც გუშინ წიგნის ფესტივალზე შევიძინეთ :)))

მას შემდეგ რაც კარგად ავურიეთ დოლურაში მოთავსებული ფურცლები, შესაძლებელი გახდა გამოგვევლინა ის იღბლიანი, რომელიც აღნიშნულ წიგნს მიიღებდა ჩვენგან საჩუქრად. მისი მფლობელი გახდა გიგა ბაინდურაშვილი. ასევე, გავათამაშეთ 25%-იანი ფასდაკლების ბარათი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან", რომელიც გადაეცა მაია ნიშნიანიძეს.




                                       

გათამაშებიდან მცირე ხანში დაიწყო შეხვედრა ნორვეგიელ მწერალთან, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ასევე, შეხვედრიდან გავიგეთ, რომ უახლოეს მომავალში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გამოსცემს მის კიდევ ერთ წიგნს "დოპლერს", რომელიც მცირე მიმოხილვიდანაც ჩანდა, იმ წიგნების კატეგორიას განეკუთნება, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს.



                                                                    

შეხვედრის ბოლოს საკმაოდ გრძელი რიგი იდგა ავტოგრაფების მისაღებად.

საოცრად კმაყოფილებმა დავტოვეთ აუდიტორია ^_^


Friday, May 30, 2014

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე

დღეს, 29 მაისს, თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, რომელიც ჩვენს გუნდს რა თქმა უნდა არ გამოპარვია და მეგობრებთან ერთად ვეწვიეთ ექსპო ჯორჯიას. ასევე დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი აქტივობა ჩვენი გუნდის სახელით.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, უამრავი ადამიანი, ზოგი აღტაცებული რომ უკვე აქვს სასურველი წიგნი, სასურველ ფასად, ზოგი რიგში მდგომი, რომელიც მოთმინებით იცდის.


გვინდა ავღნიშნოთ, განსაკუთრებული ხალხმრავლობა "ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობის" სტენდთან ^_^ წიგნები მრავალფეროვანი არჩევანი და გასაოცარი ფასი - თქვენ შეგეძლოთ წიგნები ერთ ლარადაც კი შეგეძინათ.






ცოტა ხანში "ბაკურს სულაკაურის სტენდთან"  შეგროვილ მყიდველებს ვამცნეთ ჩვენი აქციის შესახებ, ისინი რომლებიც შეიძენდნენ ამ გამომცემლობის 10 წიგნზე მეტს დასაჩუქრდებოდნენ 25% ფასდაკლების ბარათით ნებისმიერ წიგნზე :))) მოგვმართა რამდენიმემ, თუმცა ფასდაკლების ბარათი გადავეცით მათ შორის პირველს :)))







ამის შემდეგ შევიძინეთ წიგნები ჩვენი გუნდის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, ასევე ჩვენს მეგობრებს ვურჩიეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რამდენიმე წიგნი, გამომდინარე იქიდან რომ უკვე საკმაოდ კარგად ვერკვევით ამ საკითხში :)))

გთავაზობთ წიგნების მცირე ფოტო მასალას ჩვენი აქტივივობებისთვის შევიძინეთ ^_^


















Sunday, May 25, 2014

"ბენეფისის გზავნილები"


ეს იყო წამოწყება, რომელზეც ყველაზე დიდ ხანს ვიფიქრეთ... ერთი ეტაპი ვფიქრობდით რომ ეს იყო არაბანალური, მასშტაბური, ინტრიგნული, იდეა რომელიც თბილისს აალაპარაკებდა, თუმცა ვიტყვით რომ გვეშინოდა კიდეც, გვეშინოდა იდეის აბუჩად აგდების, მპოვნელთა მხრიდან დაცინვის, ან იმის რომ შეიძლება იპოვო, არ ვდაგაინტერესოს და მარტივად გადააგდო....



მაგრამ ჩვენ ვცადეთ ^_^ თუმცა ვცადეთ, ძალიან ზედაპირული ნათქვამია.. ჩვენ ძალიან დიდი ადამიანური რესურსი, მონდომება ჩავდეთ ამ წამოწყებაში.
ალბათ დროა გავხსანათ საუბარი :))) რას ნიშნავს ბენეფისის გზავნილი? 




თქვენ შეიძლებოდა ქუჩაში, პარკში, უნივერსიტეტში, ავტობუსში, ხეზე, სკამზე გეპოვათ გულმოდგინეთ გაკეთებული, ლამაზად გადაკეცილ-დაწებებული თეთრი კონვერტი, ჩვენი გუნდის ლოგოთი ^_^ და..... თქვენ ავტომატურად გახდებოდით ჩვენი თამაშის მონაწილე :))) ყოველ კონვერტს აქვს თავისი უნიკალური კოდი, რომლის გამოგზავნის შემთხვევაშიც მპოვნელი გათამაშების მონაწილე ხდება და ეძლევა შესაძლებლობა მოიგოს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მისი სურთვილით არჩეული ნებისმიერი წიგნი :))) ასევე, ყოველ ჩვენს კონვერტს აქვს თავისი გზავნილი, რომელიც არის პატარა ციტატა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რომელიმე წიგნიდან :))) ამ გზავნილის ჩვენს Facebook-ის გვერდზე ატვირთვის შემდეგ, მპოვნელი ერთვება უკვე მეორე კონკურსში, რომელიც Like-ების პრინციპით გამოვლინდება :)))


კვირის განმავლობაში არსებულ აქტივობებს შორის ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიმართულებით გათვლა, ეს იყო რამდენიმე იდეის ნაზავი :)))) საინტერესო, მასშტაბური იდეა, მპოვნელის დაინტერსება, მისთვის იმ წიგნების გაცნობა, რომელსაც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გამოსცემს, და თან მისთვის ამის ძალიან პოზიტიური კუთხით მიწოდება, ასევე იმისთვის რომ ჩვენი აქტივობები და ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდეს გვჭირდებოდა მეტი მომხმარებელი Fb გვერდზე... ახლა ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ იდეამ ყველა კუთხით გაამართლა ^_^ ნახეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელში, როგორი ინტენსივობით პოსტავენ ნაპოვნ გზავნილებს, გვისვამენ ძალიან ბევრ შეკითხვას თუ როდის გაიმართება გათამაშება სასურველი წიგნისთვის :)))) ვხედავთ გამოგვივიდა ^_^ თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, შედეგი მზიანი პარასკევისა და შაბათი დღის :))) "ბენეფისის გზავნილები" ისევ ემზადებიან ქალაქში გასასვლელად :)))) 
არსებობს ისეთი რაღაცები, რაც მატერიალურზე მაღლა დგას, გვესმის რომ კონკურსია და საწყის ეტაპზე მოტივატორი მატერიალური მხარე იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ შევიცვალეთ, ჩვენი დღე ახალ აქტივობებზე ფიქრითა და განხორციელებით იწყება და მთავრდება, ვხვდებით რომ ეს კონკურსი ბევრ თბილ და დადებით ემოციას მოგვიტანს ^_^ ალბათ ძნელი წარმოსადგენია სხვისთვის ის მომენტი, როცა "ბენეფისის გზავნილების" ქალაქში გაშვების მერე გწერდეს პირველი მპოვნელი გახარებული იმით, რომ მაინ ის იპოვა ^_^ ამის აღწერა ალბათ ძნელია, თუმცა გვიხარია რომ ეს განვიცადეთ, ვიცით რომ შრომა ფასდება, დღეს ჩვენ ჩვენი შრომის შედეგებს ვიმკით ^_^

"ფორესტ გამპი" - წიგნისა და ფილმის ჩვენება-განხილვა

       დღეს 24 მაისს, კინკლუბ "მზესუმზირასა" და ჩვენს გუნდ "Bénéfice"-თან
ერთად შედგა ერთობლივი ღონისძიება წიგნისა და ფილმის „ფორესტ გამპის“ ჩვენება-განხილვა.
გულის ფანცქალით ველოდით დამსწრე აუდიტორიას.... ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მაყურებლებმა დაიწყეს მოსვლა და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ფილმი ძალიან უყვართ, ეს ის ფილმია რომელიც ნანახი უნდა გქონდეს, თუმცა აღნიშნავდნენ, რომ როგორც ნაწარმოები წაკითხული არ ჰქონდათ. ამის დადგენაში ის გამოკითხვაც დაგვეხმარა, რომელშიც მოწვეულმა სტუმრება მიიღეს მონაწილეობა და აღმოჩნდა რომ მათ სრულ უმეტესობას ფილმი ჰქონდა ნანახი, თუმცა დიდი სურვილი ჰქონდათ წიგნიც წაეკითხათ.
ფილმის დაწყებამდე აუდიტორიას გავაცანით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების ახალი სერია „კინობიბლიოთეკა“.  გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა "კინობიბლიოთეკის" სერიიდან წიგნებისა „ცისფერი მთები“ და „საუზმე ტიფანისთან“, რომლის შემდეგაც დაიწყო ფილმის ჩვენება...


მაყურებლებში სწარაფად იცვლებოდა ემოციები სახეზე, გამომდინარე ფილმის სიუჯეტთა მრავალფეროვნებიდან...
ის ვინც დაინტერესდება „ფორესტ გამპზე“ რეცენზიით შეუძლია იხილოს ჩვენს ბლოგზე http://benefice2014.blogspot.com/2014/05/blog-post_399.html ამიტომაც უფრო ფაქტოლოგიურ ინფორმაციას მოგაწვდით დღევანდელი ღონისძიებიდან.
ფილმის ხანგრძლივობა ორსაათ ნახევარი, ვერც ვიგრძენით რა უცებ გავიდა, შემდეგ გავმართეთ დისკუსია-მიმოხილვა, როგორც ფილმის ასევე წიგნის გარშემო. იყო საოცრად მეგობრული და თბილი გარემო :))) ვისაუბრეთ ფილმის ძირითად აქცენტებზე, ასევე იმ ფრაზებსა და სიუჟეტებზე, რომლებიც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა ^_^

ღონისძიების დასასრულს კი გავმართეთ ვიქტორინა, რომელშიც აბსოლიტურად ყველამ დიდი სიამოვნებით მიიღო მონაწილეობა და მაღალი შედეგების მოქნეთა მონაცემები, მოავათავსეთ პატარა ყუთში და დოლურის პრინციპით მოვაწყვეთ გათამაშება :)))
 გამოვავლინეთ ორი გამარჯვებული, რომელებთაც გადავეცით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 25%-იანი ფასადაკლების ბარათი. ღონისძიებაზე მოსულთა სახეზე იგრძნობოდა რომ დღევანდელი დღე შედგა :))

         დღევანდელი დღის მიმოხილვის ბოლოს გვინდა გავაკეთოთ კინიკუბ „მზესუმზურას“ ხელმძღვანელის თამუნა ამინაშვილის ნათქვამის ციტირება: „ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენი აქტივობა ამ კუთხით განახორციელეთ და ასეთი სასიამოვნო შაბათი დღე გამოგვივიდა“

Saturday, May 24, 2014

ვიქტორინა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში

21 მაისს თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ჩვენმა გუნდმა ჩაატარა ვიქტორინა, სადაც გავათამაშეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გადმოცემული 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი. ვიქტორინის კითხვები ს რაოდენობა შეადგენდა ათს. კითხვები საშუალო სირთულის იყო და მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს VII-XI კლასის მოსწავლეებმა, ასევე მანდატურმა და სკოლის დაცვის პოლიციის წევრმა :)))


საკლასო ოთახში შესვლის შემდეგ გავაცანით ბავშვებს ინფორმაცია ვიქტორინის შესახებ, რის შემდეგაც საოცრად პოზიტიურად განეწყვნენ, რამდენიმე გოგონამ კი სიხარულით აღნიშნა, რომ ამ კვირაში აპირებდა წიგნების შეძენას, ამიტომაც აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას ვიქტორინასა და ფასდაკლების ბარათების გათამაშებაში. დამატებით მოტივაციად იქცა ფაქტი, რომ ფასდაკლება 25% იყო.
მეექვსე გაკვეთილის დამთავრების შემდეგ, სკოლის მეორე სართულის დერეფანში მხიარულ ნოტაზე მყოფი ბავშვები მოუთმმენლად ელოდნენ როდის დაიწყებოდა ვიქტორინა, ჩვენი გუნდის წევრი გოგა იმდენად დაუმეგობრდა ბავშვებს რომ რამდენიმე კითხვის პასუხიც კი უკარნახა მათ. საოცარი დადებით მუხტსა და სითბოს ვგრძნობდით ბავშვებისგან :)))



ფასდაკლების ბარათები ვიქტორინაში მაქსიმალური ქულის მქონე ბავშვებს შორის გავათამაშეთ . ვინც ყველაზე მეტი ქულა აიღო ვიქტორინაში, სახელები და გვარები დავწერეთ ფურცელზე, ჩავყარეთ სპეციალურად გათამაშებითვის გამზადებულ ყუთში და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ბავშვებს გადავეცით 5 ფასდაკლების ბარათი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ გასათამაშებლად სამი ბარათი გვქონდა გამოყოფილი, თუმცა ბავშვებმა ისე გვთხოვეს კიდევ ორი ბარათის დამატება რომ უარი ვერ ვუთხარით. მოსწავლეები გამარჯვებულს აპლოდისმენტების თანხლებით ხვდებოდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის სიხარულს. არ დაგვავიწყდება მათი აღტაცებული სახეები. მარტივი შესამჩნევი იყო, რომ მათ წიგნები და კითხვა უყვართ :))) 

ბავშვების გულწრფელ ემოციებში ატვირთული ფოტო და ვიდეო მასალა დაგარწმუნებთ. ასე დამთავრდა კიდევ ერთი პოზიტიური და ემოციებით დატვირთული ღონისძიება, თუმცა გვსურს გითხრათ რომ ეს არ იყო ერთჯერადი, შემდგომ კვირებშიც ვგეგმავთ თბილისის სხვადასხვა 
სკოლებში სტუმრობას









Wednesday, May 21, 2014

რეცენზია "ფორესტ გამპზე"

          შაბათს, 24 მაისს კინოკლუბი "მზესუმზირა" და ჩვენ - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსში "წიგნების თაობა 2014" მონაწილე გუნდი Bénéfice გთავაზობთ ერთობლივ პროექტს ნაწარმოებისა და ოსკარის ექვს ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის "ფორესტ გამპის" ჩვენება-განხილვას.
         ჩვენების შემდეგ მოხსენებას გააკეთებს წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელი ნიკა სამუშია.
        ღონისძიების დასასრულს კი ნაჩვენები ფილმის შესახებ ჩატარდება ერთგვარი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად მიიღებს 25%-იან ფასაკლების ბარათს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ნებისმიერ წიგნზე.
      დარწმუნებულები ვართ, ძალიან საინტერესო და თბილი შაბათი დღე გველოდება ^_^
აქვე გთავაზობთ ანი ბაძაღუას მიერ დაწერილ რეცენზიას რობერტ ზემეკისის ფილმ "ფორესტ გამპზე" რომლის წაკითხვის შემდეგაც დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ფილმის როგორც ნახვა, ასევე მისი წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ :)))




ამბობენ, ზოგ წიგნსა თუ  ფილმზე - „ეს ფილმი თუ ნახე, შენი ცხოვრების  ორ საათს ფუჭად ჩაუვლია“,  ეს წიგნი თუ წაიკითხე, რა მაგარია დამიშეარე შთაბეჭდილებები“, ეს ფილმი თუ არ გაქვს ნანახი ,,არაფერიც არ გინახავსო“. მოკლედ ბევრს ამბობენ. დიახაც, შენ თუ ფორესტ გამპი არ წაგიკითხავს, ან არ გინახავს, შეიძლება კარგა ხანს ვერ გაიგო, რომელ შოკოლადს ჰგავს შენი ცხოვრება, მწარეს და თეთრს თუ თხილიანს და მსუყეს, ვერასოდეს გაიგებ იმას,  თუ როგორ ,,გამორთო წვიმა“, ან რა ფორმები შეიძლება ჰქონდეს მის თითოეულ წვეთს, ვერც ვერასოდეს გასინჯავ ლუდს სახელად doctor peppers”, და ხანდახან თუ არ შეცვლი შენს ირგვლივ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვთა კასკადს, შენი ფიქრები და ზრახვები შეიძლება  ,,ალაბამას შტატივით ძველად დარჩეთ“.

      ნაწარმოები უამრავი ალეგორიებითა და ალუზიებიაა სავსე, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი, მეზობელი ან თუნდაც ათეულბით ათასი კილომეტრით დაშორებულ ოკეანეში მონადირებული კიბორჩხალათა ზღვა  იმ გემიდან, რომელსაც შენ პირველად დაარქვი სახელი. ეს არის სატირა, მელოდრამა, კომედიაც კი, იმედგაცრუებებზე, უხილავ მტერთან ბრძოლაზე, უანგარო და წმინდა სიყვარულზე, გულუბრყვილო და  სუფთა ადამიანის ხვედრზე, ან კომუნიზმთან პინგ-პონგის“ მოთამაშე სულელზე, მიზანმიმართულ,ზოგჯერ კი უმიზნო და ქაოტურ გადაადგილებაზე, ყოველგვარ აზრს მოკლებულ გაქცევაზე, თვალისდახუჭვით წარმოდგენილ მშვიდობიან მსოფლიოზე, ლენონთან ერთადაც კი, ან მთვარის კრატერზე  გოლფის თამაშით გართულ  მისტერ გორსკის“  ცნობისმოყვარე მეზობელზე. ერთი შეხედვითყველაფერი მკიდია“, მაგრამ ამავდროულად დრამატიზმით აღსავსე ჰიპსტერებზესან ფრანცისკოში გატარებულ უდარელ ზაფხულზე, არკანზასის მაგისტრალებსა და უძირო ტბებზე, რომელშიც თუ ჩაიხედ, შენს წინ ორი ცა აღიმართება. ლირიულ ბობ დილანზე და იმ გზებზე რომელიც, თუ კაი ტიპიხარ, უნდა გაიარო, თუ გინდა, რომ იმ აფრიკულ სავანისფერ ლამაზმანს მიუწვე, რომელიმე ოკეანის უსახელო ნაპირის მზითადუღებულ ქვიშაზე. შენ შეიძლება  არ გახსოვდეს,  როგორ დაიბადე, ან რა მიიღე საჩუქრად პირველ შობაზე, ან როდის წახვედი პირველ პიკნიკზე, მაგარამ მთელი ცხოვრება გემახსოვრება ყველაზე ნაზი და ნარნარი ხმა, რომელმაც თავის გვერდით დაჯდომა შემოგთავაზა, როდესაც ჰგავდი ადამიანს , რომელმაც  ნახევრად შემწვარი, უგემური კარტოფილის პირველი ლუკმა შეჭამა და მერე აღარ იცის როგორ მოიქცეს,კარტოფილისშემწვავსრომ არ აწყენინოსიმასაც გაიხსენებ, როგორ გეუბნებოდა დედაშენი რომ საოცრებები ყოველდღე ხდება“, უბრალოდ ჩვენ  ღმერთისაგან განაწყენებულებს მისი შემჩნევა გვიჭირს, თუ ეს გაიხსენე და გაგეღიმა, შენ ისევე შეურიგდი შენს თავს, როგორც შენი ფეხებამპუტირებული მეგობარი, რომელმაც გადარჩენისათვის მადლობა არ გითხრა, მაგრამ შენ უკვე იცი, რომ ის შეურიგდა... ღმერთსდა მაინც, ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, იბადებან, იბრძვიან, უყვართდა მაინც კვდებიან, მაგრამ შენ ხომ დედა გიამბობდა სიკვდილი ხომ სიცოცხლის გაგრძელებაა“, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ის საერთოდ არ ყოფილიყოო. ვინ იცის...

 -შენ უკვე იპოვე ღმერთი, გამპ?
-არ ვიცოდი, თუ უნდა მომეძებნა....

მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იპოვა თუ არა გამპმა ის, ან ჩვენ, „ყველას აქვს უფლება დაიწყოს თავიდან...

-დედა ბავშვობაში მიამბობდა: ყველას თავისი ბედი აქვს, რომლებსაც ვმართავთ ან რომლებიც გვმართავენ და მიგვაფრენენ ვენს ცხოვრებაში, როგორც ბუმბულს ქარიფერგახუნებული სკვერის სკამიდან. შენ თუ უკვე ყველაფერი მოგბეზრდა, სხვა გემოს მქონე შოკოლადის გასინჯვაც კი, ყუთს რომ გახსნი, შეიძლება ისევ შენი მწარე თეთრი შოკოლადი შეგხვდეს, ან სულაც არაფერი და ცარიელი აღმოჩნდეს, როგორც  „ის ყუთი“, სინამდვილეში ბატკანი რომ უნდა ყოფილიყო. და თუ თავიდან იწყებ, ავანტიურებითა და სიცოცხლით სავსე, ვინ იცის, რას აღმოაჩენ. ცხოვრება ხომ ხანდახან მართლა რომ შოკოლადის ყუთს ჰგავს და არასდროს იცი, შიგნით რა დაგხვდება.