Wednesday, May 21, 2014

რეცენზია "ფორესტ გამპზე"

          შაბათს, 24 მაისს კინოკლუბი "მზესუმზირა" და ჩვენ - "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსში "წიგნების თაობა 2014" მონაწილე გუნდი Bénéfice გთავაზობთ ერთობლივ პროექტს ნაწარმოებისა და ოსკარის ექვს ნომინაციაში გამარჯვებული ფილმის "ფორესტ გამპის" ჩვენება-განხილვას.
         ჩვენების შემდეგ მოხსენებას გააკეთებს წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელი ნიკა სამუშია.
        ღონისძიების დასასრულს კი ნაჩვენები ფილმის შესახებ ჩატარდება ერთგვარი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად მიიღებს 25%-იან ფასაკლების ბარათს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ნებისმიერ წიგნზე.
      დარწმუნებულები ვართ, ძალიან საინტერესო და თბილი შაბათი დღე გველოდება ^_^
აქვე გთავაზობთ ანი ბაძაღუას მიერ დაწერილ რეცენზიას რობერტ ზემეკისის ფილმ "ფორესტ გამპზე" რომლის წაკითხვის შემდეგაც დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ფილმის როგორც ნახვა, ასევე მისი წაკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ :)))




ამბობენ, ზოგ წიგნსა თუ  ფილმზე - „ეს ფილმი თუ ნახე, შენი ცხოვრების  ორ საათს ფუჭად ჩაუვლია“,  ეს წიგნი თუ წაიკითხე, რა მაგარია დამიშეარე შთაბეჭდილებები“, ეს ფილმი თუ არ გაქვს ნანახი ,,არაფერიც არ გინახავსო“. მოკლედ ბევრს ამბობენ. დიახაც, შენ თუ ფორესტ გამპი არ წაგიკითხავს, ან არ გინახავს, შეიძლება კარგა ხანს ვერ გაიგო, რომელ შოკოლადს ჰგავს შენი ცხოვრება, მწარეს და თეთრს თუ თხილიანს და მსუყეს, ვერასოდეს გაიგებ იმას,  თუ როგორ ,,გამორთო წვიმა“, ან რა ფორმები შეიძლება ჰქონდეს მის თითოეულ წვეთს, ვერც ვერასოდეს გასინჯავ ლუდს სახელად doctor peppers”, და ხანდახან თუ არ შეცვლი შენს ირგვლივ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვთა კასკადს, შენი ფიქრები და ზრახვები შეიძლება  ,,ალაბამას შტატივით ძველად დარჩეთ“.

      ნაწარმოები უამრავი ალეგორიებითა და ალუზიებიაა სავსე, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი, მეზობელი ან თუნდაც ათეულბით ათასი კილომეტრით დაშორებულ ოკეანეში მონადირებული კიბორჩხალათა ზღვა  იმ გემიდან, რომელსაც შენ პირველად დაარქვი სახელი. ეს არის სატირა, მელოდრამა, კომედიაც კი, იმედგაცრუებებზე, უხილავ მტერთან ბრძოლაზე, უანგარო და წმინდა სიყვარულზე, გულუბრყვილო და  სუფთა ადამიანის ხვედრზე, ან კომუნიზმთან პინგ-პონგის“ მოთამაშე სულელზე, მიზანმიმართულ,ზოგჯერ კი უმიზნო და ქაოტურ გადაადგილებაზე, ყოველგვარ აზრს მოკლებულ გაქცევაზე, თვალისდახუჭვით წარმოდგენილ მშვიდობიან მსოფლიოზე, ლენონთან ერთადაც კი, ან მთვარის კრატერზე  გოლფის თამაშით გართულ  მისტერ გორსკის“  ცნობისმოყვარე მეზობელზე. ერთი შეხედვითყველაფერი მკიდია“, მაგრამ ამავდროულად დრამატიზმით აღსავსე ჰიპსტერებზესან ფრანცისკოში გატარებულ უდარელ ზაფხულზე, არკანზასის მაგისტრალებსა და უძირო ტბებზე, რომელშიც თუ ჩაიხედ, შენს წინ ორი ცა აღიმართება. ლირიულ ბობ დილანზე და იმ გზებზე რომელიც, თუ კაი ტიპიხარ, უნდა გაიარო, თუ გინდა, რომ იმ აფრიკულ სავანისფერ ლამაზმანს მიუწვე, რომელიმე ოკეანის უსახელო ნაპირის მზითადუღებულ ქვიშაზე. შენ შეიძლება  არ გახსოვდეს,  როგორ დაიბადე, ან რა მიიღე საჩუქრად პირველ შობაზე, ან როდის წახვედი პირველ პიკნიკზე, მაგარამ მთელი ცხოვრება გემახსოვრება ყველაზე ნაზი და ნარნარი ხმა, რომელმაც თავის გვერდით დაჯდომა შემოგთავაზა, როდესაც ჰგავდი ადამიანს , რომელმაც  ნახევრად შემწვარი, უგემური კარტოფილის პირველი ლუკმა შეჭამა და მერე აღარ იცის როგორ მოიქცეს,კარტოფილისშემწვავსრომ არ აწყენინოსიმასაც გაიხსენებ, როგორ გეუბნებოდა დედაშენი რომ საოცრებები ყოველდღე ხდება“, უბრალოდ ჩვენ  ღმერთისაგან განაწყენებულებს მისი შემჩნევა გვიჭირს, თუ ეს გაიხსენე და გაგეღიმა, შენ ისევე შეურიგდი შენს თავს, როგორც შენი ფეხებამპუტირებული მეგობარი, რომელმაც გადარჩენისათვის მადლობა არ გითხრა, მაგრამ შენ უკვე იცი, რომ ის შეურიგდა... ღმერთსდა მაინც, ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, იბადებან, იბრძვიან, უყვართდა მაინც კვდებიან, მაგრამ შენ ხომ დედა გიამბობდა სიკვდილი ხომ სიცოცხლის გაგრძელებაა“, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ის საერთოდ არ ყოფილიყოო. ვინ იცის...

 -შენ უკვე იპოვე ღმერთი, გამპ?
-არ ვიცოდი, თუ უნდა მომეძებნა....

მაგას არ აქვს მნიშვნელობა, იპოვა თუ არა გამპმა ის, ან ჩვენ, „ყველას აქვს უფლება დაიწყოს თავიდან...

-დედა ბავშვობაში მიამბობდა: ყველას თავისი ბედი აქვს, რომლებსაც ვმართავთ ან რომლებიც გვმართავენ და მიგვაფრენენ ვენს ცხოვრებაში, როგორც ბუმბულს ქარიფერგახუნებული სკვერის სკამიდან. შენ თუ უკვე ყველაფერი მოგბეზრდა, სხვა გემოს მქონე შოკოლადის გასინჯვაც კი, ყუთს რომ გახსნი, შეიძლება ისევ შენი მწარე თეთრი შოკოლადი შეგხვდეს, ან სულაც არაფერი და ცარიელი აღმოჩნდეს, როგორც  „ის ყუთი“, სინამდვილეში ბატკანი რომ უნდა ყოფილიყო. და თუ თავიდან იწყებ, ავანტიურებითა და სიცოცხლით სავსე, ვინ იცის, რას აღმოაჩენ. ცხოვრება ხომ ხანდახან მართლა რომ შოკოლადის ყუთს ჰგავს და არასდროს იცი, შიგნით რა დაგხვდება.


No comments:

Post a Comment