მეოთხე კვირის რეპორტი

     მოვიდა მეოთხე, ბოლო რეპორტის წერის დრო :))) ეს იყო კვირა, რომელშიც ვეცადეთ დავხარჯულიყავით მაქსიმალურად და გამომდინარე იქიდან რომ სწორედ ეს რეპორტი შეიძლება იყოს გადამწყვეტი, ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი აქტივობა ყოფილიყო ჩვენი გუნდის ანგარიშზე.


     პირველ აქტივობად, რაც გვინდა აღვნიშნოთ, ეს იყო გიორგი ბაქრაძის ვიდეო მიმართვა დღევანდელ საქართველოში წიგნის მნიშვნელობაზე და რჩევა, თუ რომელ წიგნს ურჩევდა ის მკითხველებს. მან ქართველ მკითხველებს ურჩია სტანისლავ ლემის "სოლარისი".

     ჩვენი მეორე აქტივობა - ეს იყო ბლოგზე ატვირთული რეცენზია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნზე - "საუზმე ტიფანისთან", წიგნი, რომლის ავტორიც არის ტრუმენ კეპოტი. აქვე გთავაზობთ აღნიშნულ რეცენზიას.


     
     რაც შეეხება ჩვენს მესამე აქტივობას -  არ გამოგვრჩენია ივნისის თვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა :))) მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში :)) 13 ივნისს ვესტუმრეთ Tbilisi Event Hall-ს, სადაც გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, დიდ ეკრანზე ენახათ მსოფლიოს ორი გამორჩეული ნაკრების თამაში: ესპანეთი - ჰოლანდია. 
     რა თქმა უნდა, გულშემატკივართა ძალიან დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი. ფეხბურთის მოყვარულთათვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს გვინდოდა ჩაგვეტარებინა ჩვენი კიდევ ერთი აქტივობა, რომლის ფორმატზეც ორგანიზატორებთან ერთად შევთანხმდით.



    დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე, დიმიტრი ობოლაძემ მიმართა გულშემატკივრებს  და შეახსენა ჩვენს  პრიზზე, რომლიც  წინ ელოდათ ^^ პირობა იყო შემდეგი: ვინც ყველაზე მიახლოებულად გამოიცნობდა მატჩის საბოლოო შედეგს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურს "წიგნების თაობის" მონაწილე გუნდ "ბენეფისისგან" მიიღებდა აკა მორჩილაძის წიგნს "სარბიელში".
გთავაზობთ ვიდეოს



     გამარჯვებულმა, რომელმაც ყველაზე მიახლოებით გამოიცნო თამაშის ბოლოს დაფიქსირებული შედეგი, მიიღო დაანონსებული წიგნი :)))



 ჩვენი მეოთხე აქტივობა განვახორციელეთ წიგნის სახლ "ლიგამუსში", სადაც სტუდენტებს შორის ჩავატარეთ მინი ქვიზი 10 შეკითხვით, რომელიც დაკავშირებული იყო "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან". ვიქტორინაში გაიმარჯვა ბელა ბიწაძემ, რომელმაც კითხვების მაქსიმალურ რაოდენობას, ათივეს გასცა პასუხი და გადავეცით   გათამაშებისთვის განკუთვნილი აკა მორჩილაძის "აგვისტოს პასიანსი" :)))


    ჩვენი მეხუთე აქტივობა ეს იყო, წინასწარი შეთანხმების შემდეგ, სტუმრობა "ზაალ სულაკაურის სამხატვრო აკადემიაში", სადაც შევხვდით ბავშვების ერთ-ერთ ჯგუფს და გავაცანით კონკურსის პირობები. მათ ჰქონდათ საათ-ნახევარი სამუშაოდ და ნამუშევრის ჩვენთვის წარსადგენად. აღსანიშნავია, მათი სოაცარი მონდომება, ასევე ის ნიჭი, რომელიც მათ გამოავლინეს  ^_^



     ბოლოს, ჩვენს მიერ დაწესებული პრიზი - მხატვრობის, ძალიან კარგი წიგნი როგორც შინაარსობრივად, ასევე ილუსტრირებით, გადაეცა მაგდას, თუმცა გამომდინარე ბავშვების კარგი ნამუშევრებისა, რამდენიმე მათგანს გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათები :)))


     რაც შეეხება ჩვენს მეექვსე აქტივობას, ეს იყო "ბენეფისის გზავნილების" (მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ლინკი) გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება. ეს იყო პროექტი, რომელზეც ძალიან ბევრი საუბრობდა და, რომელმაც ხელი შეუწყო ბენეფისის Facebook გვერდის პოპულარიზებას. გამარჯვებული გახდა ანი კუტალია :))) როგორც დაანონსებული იყო, გამარჯვებულს შეეძლო აერჩია მისთვის სასურველი წიგნი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან". ანიმ აარჩია ჯეიმზ ჯოისის "ულისე".


       შემდეგი, მეშვიდე აქტივობა ეს იყო "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსის მონაწილე გუნდ "ბენეფისის" მიერ Brain.ge-სა და Kings-ის მიერ ორგანიზებულ თამაშ "ტვინების ბრძოლის" დასკვნით ტურზე სტუმრობა და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების კაპიტნების დაჯილდოება. 


     პირველ ადგილზე გასული გუნდის კაპიტნისთვის დავაწესეთ მსოფლიო ბესტსელერი სტიგ ლარსონის წიგნი "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა", მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდების კაპიტნებს კი გადავეცით წიგნი - მოვემზადოთ გამოსაშვები გამოცდებისთვის (800 სატესტო შეკითხვა). დაჯილდოებამდე შევახსენეთ მოსწავლეებს, რომ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" გამოცემული აქვს სტიგ ლარსონის სხვა მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებები და ასევე, ინტენსიურად გამოსცემს საატესტატო კითხვებს გამოცდებისთვის :))




     სანამ ბონუს ქულებისთვის ჩატარებულ აქტივობებზე გადავიდოდეთ, ბოლო, მერვე აქტივობა [სურათები] ჩვენი გუნდის სახელით, ეს იყო ჩვენს მიერ მოფიქრებული კიდევ ერთი სახალისო თამაში "მოახვედრე და მოიგე" :))) 

     ავარჩიეთ რამდენიმე წიგნი, მათი ღირებულების პროპორციულად დავამზადეთ ფირფიტები, რომელზეც აღვნიშნეთ წიგნის დასახელებები, გამოვაბით ლენტები და ვესტუმრეთ პარკ "მზიურს". ავარჩიეთ ადგილი, სადაც ჩამოვკიდეთ ფირფიტები თამაშისთვის, მოვნიშნეთ მანძილი, საიდანაც შესაძლებებლი იყო, მოთამაშეს ესროლა მაგიდის ჩოგბურთის ბურთი და რომელ ფირფიტასაც მოხვდებოდა, მოეგო შესაბამისი ფირფიტაზე აღნიშნული წიგნი ^_^


     პარკში ჩამომსვლელებს ვაცნობდით ჩვენს აქციაზე, მათი სრული უმრავლესობა სიხარულით  და  აზარტით  ჩაერთო  თამაშში,  ასევე  აღსანიშნავია,  რომ  ბევრ 
მათგანს ფასიანი ეგონა მონაწილეობის მიღება და სასიამოვნოდ გაკვირვებულები რჩებოდნენ, როცა ვეუბნებოდით რომ მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო მხოლოდ რიგში მოცდა :))














    გვიხარია,  რომ აღმოჩნდნენ იღბლიანი მსროლელები, რომლებმაც მოიგეს, როგორც წიგნები, ასევე ფასდაკლებების ბარათები :)))



რაც შეეხება ბონუს დავალებებს:

     პირველი ბონუს დავალების ფარგლებში გადავწყვიტეთ, ვწვეოდით 43-ე საბავშვო ბაღს და გადაგვეცა ზღაპრების წიგნები სერიიდან  - "წიგნი ყველა ბავშვს". იმისთვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო გაგვეხალისებინა, მოვიფიქრეთ ვწვეოდით ფერადი ბუშტებით :))) 



      ბავშვებმა სიხარულით მიიღეს ჩვენი საჩუქრები, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ თითოეულ ზღაპარზე, ამა თუ იმ პერსონაჟზე ამბობდნენ, რომ ეს ის გმირია, რომელიც ძალიან უყვართ... 



     ზოგი ალადინზე საუბრობდა, ზოგი პინოკიოზე, ზოგი კონკიაზე, ჩექმებიან კატაზე... გადავწვიტეთ, ერთობლივად წაგვეკითხა ზღაპარი, უმრავლესობის გადაწყვეტილებით "ჩექმებიანი კატა" ავარჩიეთ და წავიკითხეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ მასაც სურდა მოეყოლა ზღაპარი, მის სურვილს სხვებიც აყვნენ ^_^ ამიტომაც გადავწყვიტეთ რამდენიმეს ერთად მოეყოლა ერთი ზღაპარი, ვიდეოშიც დაინახავთ, როგორი მონდომებით და სიხარულით ყვებიან :)))





     მეორე ბონუს დავალებისთვის გადავწყვიტეთ ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული რეცენზია წიგნზე - "საუზმე ტიფანისთან" დაგვერიგებინა ქუჩაში, პარკში გამვლელთათვის, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია, რეცენზია საკმაოდ საინტერესოდ არის დაწერილი, ამით შესაძლებებლი გახდება ადრესატების დაინტერესება  აღნიშნული  წიგნით.  რეცენზიების გარდა,  დავარიგეთ ამონარიდები და საინტერესო ციტატები წიგნიდან :)))


    და ბოლო, მესამე ბონუს-დავალება, რომლის გამარჯვებულსაც გადავეცით რიკ რიორდანის "მეხის ქურდი (პერსი ჯექსონი და ოლიმპოელები)".

     დავარიგეთ პატარა ოთხკუთხა ფურცლები კითხვით, თუ როდის დაარსდა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"? ის, ვინც პირველი მოგვწერდა სწორ პასუხს Facebook გვერდზე, დასაჩუქრდებოდა აღნიშნული წიგნით, ეს იყო ის ბოლო აქტივობა, რომელიც ჩავატარეთ "წიგნების თაობა 2014-ის" ფარგლებში. ვკითხეთ, იცოდა თუ არა რომელ გამომცემლობას ეკუთვნოდა წიგნი, მან ჩვენს კითხვას სწორად უპასუხა, ასევე, აღმოჩნდა რომ სწავლობდა "მწვანე სკოლაში" :))) მცირე ხნის საუბრის შემდეგ გადავეცით კუთვნილი პრიზი :)))


პ.ს. ამით ვასრულებთ კონკურსს "წიგნების თაობა 2014" :))) გვსურს ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ გასული ერთი თვე ^^ ამ ოთხი კვირის განმავლობაში ჩავატარეთ 27 ღონისძიება-აქტივობა, სწორედ ამის დამსახურებით ჰყავს ჩვენს Facebook გვერდს 700-ზე მეტი მომხმარებელი, ხოლო "ბენეფისის" ამ ბლოგს 1000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ^_^

პ.ს.ს. ალბათ არ შეიძლება ეს რეპორტი დავასრულოთ მადლობების გარეშე :))) მადლობა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" ამ საინტერესო და სასიამოვნოდ დაძაბული ერთი თვისთვის, ასევე მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გვერდით გვედგა და გვეხმარებოდა კონკურსის ამა თუ იმ აქტივობაში ^_^

No comments:

Post a Comment