Thursday, June 12, 2014

რეცენზია - True Man ანუ საუზმე ტიფანისთან


True Man ანუ საუზმე ტიფანისთან...

ახლა დილაა, წესით ყველა ნორმალურის საუზმის დრო. არანორმალურებმა რა უნდა ქნან?...

თქვენ იცნობდით გოგონას რუხი ქვის სახლის ქვედა სართულიდან, რომლის ფანჯარაც სახანძრო კიბეს გადაჰყურებდა?

თუ ჰო, მაშინ აუცილებლად გემახსოვერებათ  გოგონა ბიჭურად შეკრეჭილი ბზისფერი კულულებით, მუქის სათვალეებით რომლის ქვეშაც შვლის ნუკრივით წმინდა თვალებს მალავდა, წითელი პომადით, მუდამ სუნამოს სურნელებით გაჟღენთილი და რომლის ასაკიცსადღაც 16-სა და 30 შორის უნდა გვეძებნაუამრავი დებოშის და სკანდალის მთავარი გმირი, ერთი შეხედვით თითქოს ლოთი და ნარკომანი, რომელსაც კარგი კონიაკი ურჩევნია მარიხუანას, გოგონა, რომელსაც საფოსტო ყუთზე დიდი აკადემიური შრიფტით უწერიამოგზაურობს”, ალბათ, გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი ოცნებობს ასეთ მოგზაურობაზე, გოგონა რომელსაც შეუძლია უკიდურესი უკმეხი სიტყვის საპასუხოდ ანგელოზის ხმით გიპასუხოთრაა გენაცვალე”?
გოგონა, რომელიც ახლდაბანილი თმით და მამალაყინწა ბიჭის ხმით ჩამოჯდება სახანძრო კიბესთან და ტკბილი ხმით ღიღინებს ოკლაჰომურ მელოდიებს, არა ყველას ერთი სიმღერა ურჩევნიასიზმარში კი არ მინდა, ნეტა სიცოცხლეში გამასეირნა სამოთხის მინდვრებშიყველაზე უტიფარი, ანცი, ონავარი, დებოშისტი, ხანდახან უზრდელი, მას შეუძლია მაღაზიაში შევიდეს და მოიპაროს საშობაო სუვენირირომ არ დაავიწყდეს ხანდახან ქურდობადა წარმოუდგენელია მისი შინაგანისისუფთავიდან" გამომდინარე ეს ქურდობად აღიქვა, უყვარს ცხენები და არ უყვარს ბესბოლზე საუბარი, უყვარს ბავშვები  და გიჟდება თავის უსახელო კატაზე.

ჰოლის ფსოქპორტრეტის გაშიფრვა ისეთივე რთულია, როგორც ევერესტზე უჟანგბადოდ ასვლა, მაგრამ მე მასში ვხედავ სუფთა ბავშვურობას, სილაღეს, ოინბაზობას, ერთი შეხედვითგარყვნილი ქალიარომლის ოთახიდან მუდამ მამაკაცების ღრანცალის ხმა გამოდის დილამდე. ის მოუსვენარია და მისი დაგრიმული სახლის მიღმა კი უსაღვრო სევდა, დრამატიზმი და ტრაგიკულობა იმალება, ალბათ ამიტომაც ატარებს მუდამ შავ სათვალეებს. ის ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან და სილაღესთან რომლისკენაც ალბათ ყველა მივილტვით:

“არაფერი მინდა იქამდე, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს, სადაც მე და ჩემი ნივთები ერთად ვიქნებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი ეს რა ადგილია, მაგრამ წარმომიდგენია, როგორია”.

და მაინც, მგონია, რომ ყველა ჩვენგანში იმალება ჰოლი, რომელიც სინამდვილეში სულ არ არის ჰოლი და სხვა სახელი ჰქვია, იმ კატისაგან განსხვავებით, რომელსაც სახელიც კი არ აქვს და რატომ?

“თუ ვიპოვი ცხოვრებაში ისეთ ადგილს, რომელიც ისევე მაგრძნობინებს თავს, როგორც ტიფანისთან, მაშინ ვიყიდდი ავეჯს და კატასაც დავარქმევდი სახელს”.....

ის არის ადამიანი, რომელშიც ერთდროულად არის “ჰავანური ქარიშხალი” და “პალერმოს თოვლი”, “პრაღის მარტოსულობასაც” იპოვნის ადამიანი, თუ კარგად დააკვირდება..... ზამთრის სუსხიანი, ცივი კვირა დღეა, მყუდრო ოთახი, ყვავილის ქოთნებს შორის კი კატა “მე გავიფიქრე ნეტა რა დაარქვეს სახელი-მეთქი” და მაშინ დავრწმუნდი, რომ ჰოლის უკვე ჰქონდა ნაპოვნი ის ადგილი, რომელიც არ იცოდა, როგორი იქნებოდა, მაგრამ “წარმოედგინა”. არ ჰქონდა მნიშვნელობა აფრიკული ქოხი იქნებოდა თუ ბრაზილიური ფაველა.

მთავრია, რომ მან ის იპოვა და იმედია რომ ოდესღაც, ჩვენც.

No comments:

Post a Comment