Sunday, June 8, 2014

ვიქტორინა N55-ე საჯარო სკოლაში

      ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც ჩართო სკოლის მოსწავლეები კონკურსში და დაიწყო ვიქტორინის ჩატარება, მაშინ აღვნიშნეთ, რომ ეს არ იქნებოდა ერთჯერადი სახის და სისტემატურად ვესტუმრებოდით სხვადასხვა სკოლას. სკოლა, რომელსაც ამ კვირაში ვესტუმრეთ, იყო N55-ე საჯარო სკოლა, რომლის VII-VIII კლასელებთანაც ჩავატარეთ ვიქტორინა,  კითხვების რაოდენობა შეადგენდა ათს. კითხვები საშუალო სირთულის იყო და მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ბაკურ სულაკაურის 
გამომცემლობასთან. 




ბავშვები სიხარულით ჩაერთვნენ ვიქტორინაში, ასევე, ემოციურად ჩაიარა ქულების დათვლის პროცესმა, მალე გამოვავლინეთ ვიქტორინაში გამარჯვებულიც, რომელსაც გადავეცით ედმუნდ ნიზიურსკის "მარეკ პეგუსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი". ასევე მეორე-მესამე ადგილზე გასულებს გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათები "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან".







რამდნიმე მათგანმა, საკონტაქტო მონაცემებიც გამოგვართვა, რათა შემდეგ ღონისძიებებზე ინფორმირებულები ყოფილიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა :)))

No comments:

Post a Comment