Monday, June 16, 2014

სტუმრად 43-ე საბავშვო ბაღში

     ბონუს დავალების ფარგლებში ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, წვეოდა 43-ე საბავშვო ბაღს და გადაგვეცა ზღაპრების წიგნები სერიიდან  - "წიგნი ყველა ბავშვს". იმისთვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო გაგვეხალისებინა, მოვიფიქრეთ ვწვეოდით ფერადი ბუშტებით, მისვლამდე ამ პროცესმა საკმაოდ გაგვახალისა, ცოტა არ იყოს შეცბუნებულებმა შევაბიჯეთ საბავშვო ბაღში, არ ვიცოდით, როგორი განწყობით შეგვხვდებოდნენ ბავშვები...

     თუმცა, მისვლიდან რამდენიმე წუთში, მივხვდით, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო ჩვენი ორჭოფული მდგომარეობა ^_^ ბავშვებმა სიხარულით მიიღეს ჩვენი საჩუქრები, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ თითოეულ ზღაპარზე, ამა თუ იმ პერსონაჟზე ამბობდნენ, რომ ეს ის გმირია, რომელიც ძალიან უყვართ...





     ზოგი ალადინზე საუბრობდა, ზოგი პინოკიოზე, ზოგი კონკიაზე, ჩექმებიან კატაზე... გადავწვიტეთ, ერთობლივად წაგვეკითხა ზღაპარი, უმრავლესობის გადაწყვეტილებით "ჩექმებიანი კატა" ავარჩიეთ და წავიკითხეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ მასაც სურდა მოეყოლა ზღაპარი, მის სურვილს სხვებიც აყვნენ ^_^ ამიტომაც გადავწყვიტეთ რამდენიმეს ერთად მოეყოლა ერთი ზღაპარი, ვიდეოშიც დაინახავთ, როგორი მონდომებით და სიხარულით ყვებიან :)))



ეს იყო კიდევ ერთი სასიამოვნო აქტივობა ბავშვებთან ერთად.


    გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას და მშობლებს, რომ მოგვცეს საშუალება ეს ერთი დღე ასე სასიამოვნოდ გაგვეტარებინა, როგორც ბავშვებს, ასევე ჩვენ ^_^





No comments:

Post a Comment