Sunday, June 8, 2014

ილიაუნის პოეზიის კლუბის პერფორმანსი

    სამ ივნისს, სამშაბათს ილიაუნის თეატრში პროფესორის, სემიოტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორის ქალბატონ ცირა ბარბაქაძის ორგანიზებით გაიმართა ილიაუნის პოეზიის კლუბის პერფორმანსი: 9 პოეტის 9 მუზა.


    რამდენიმე დღით ადრე დავუკავშირდით ქალბატონ ცირას და შევთანხმდით, რომ საღამოს დასასრულს დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემოდა გამოევლინა თავისი ფავორიტი პოეტი, რომელსაც ჩვენ კონკურს "წიგნების თაობა 2014"-ის მონაწილე გუნდი "ბენეფისი" დავაჯილდოებდით გამარჯვებულისთვის სასურველი ნებმისმიერი წიგნით, რომელიც იქნებოდა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", ასევე გამოვავლენდით ჩვენი გუნდის სიმპათიას, რაზეც ორგანიზატორი სიმოვნებით დაგვთანხმდა.


    საღამო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, პოეტებმა თავიანთი პოეზია მრავალი მიმართულებით გაშალეს, იყო რითმათა მრავალფეროვნება, სასიამოვნო მუსიკა...

ღონისძიების დასასრულს სტუმრებაც გამოთქვეს სურვილი წაეკითხათ თავიანთი ლექსები, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავაცანით თუ რა მიზნით ვიყავით ამ ღონისძიებაზე, ვისაუბრეთ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსზე, რომელიც სისტემეტურად ტარდება, და რომელშიც ვმონაწილეობთ. ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ფარული ხმის მიცემა. მაყურებლების ფავორიტი გახდა პოეტი ირაკლი ცხადაია, რომელსაც მიეცა შესაძებლობა აერჩია მისტვის სასურველი წიგნი, რომელსაც საჩუქრად გადავცემდით. მაინ აირჩია წიგნი "Pink Floyd (ილუსტრირებული ბიოგრაფია)",
რომელიც მეორე დღეს გადავეცით წიგნის მაღაზია ლიგამუსში. ასვვე, ჩვენუ გუნდის "ბენეფისის" სიმპათია გახდა - ნინი, რომელსაც გადაეცა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ნებისმიერ წიგნზე 25%-იანი ფასდაკლების ბარათი.
    გთავაზობთ ფოტოკოლაჟს პოეზიის საღამოდან:





No comments:

Post a Comment