მეორე კვირის რეპორტი

ვიწყებთ მეორე კვირის რეპორტის წერას :)))

ეს კვირაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი გუნდისთვის, ვცდილობდით ქალაქში მნიშვნელოვანი არცერთი ღონისძიება არ გამოგვეტოვებინა.

პირველ აქტივობას რაც შეეხება, ეს იყო 26 მაისს, სქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ღონისძიებებზე გამოსულ ბავშვებს ვუსვამდით შეკითხვას, თუ რომელი ზღაპარი ან წიგნი უყვარდათ, ბავშვები სიხარულით აგვყვნენ, იყო შემთხვევები, როცა სხვებს, უცნობ თანატოლებს ეძახდნენ და ეკითხებოდნენ - "შენ რა ზღაპარი გიყვარს?" და ისინიც ღიმილით მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ: "მე მიყვარს თოვლის დედოფალი, შეიძლება რომ ვთქვა?" - ეს იყო აქტივობა, რომელმაც ყველაზე დიდი ემოციები დაგვიტოვა.

გთავაზობთ ვიდეოს :)))



რაც შეეხება მეორე აქტივობას, გადავწყვიტეთ, გაგვემართა გეგეშიძის ბაღში. გვსურდა, რაც შეიძლებოდა მეტი ადამიანისთვის გვემცნო, თუ რა წიგნებს გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“; რომელ წელს დააარსდა ის; რომელი ნობელიანტი მწერლების წიგნები აქვს მას და როგორი დაბალი ფასებია გამომცემლობაში. დავურიგეთ 30-ზე მეტ ადამიანთა ჯგუფს თუ ადამიანს ჩვენ მიერ შედგენილი ტესტები, რომელიც გამომცემლობასთან დაკავშირებული ათი კითხვისგან შედგებოდა.




ტესტები დარიგებიდან ათ წუთში ავკრიფეთ და გამოვავლინეთ გამარჯვებული, რომელმაც ათი კითხვიდან ათივეს სწორად უპასუხა, მიზეზი მარტივი აღმოჩნდა, თურმე "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნების აქტიური მკითხველია :)))









რაც შეეხება შემდეგ მესამე აქტივობას, განვახორციელეთ ექსპო ჯორჯიაში "თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალზე", ჩვენი გუნდი პირველივე დღეს ეწვია აღნიშნულ ღონისძიებას. მისვლიდან მცირე ხანში გამოვაცხადეთ აქცია შემდეგი პირობით, ისინი რომლებიც შეიძენდნენ ამ გამომცემლობის 10 წიგნზე მეტს, დასაჩუქრდებოდნენ 25% ფასდაკლების ბარათით ნებისმიერ წიგნზე :))) მოგვმართა რამდენიმემ, თუმცა ფასდაკლების ბარათი გადავეცით მათ შორის ერთს, რომელმაც სხვებზე ადრე მოგვმართა :)))








ამის შემდეგ შევიძინეთ წიგნები ჩვენი გუნდის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისთვის, რომელიც გვაქვს დაგეგმილი.








                 ახლა კი გადავიდეთ მეოთხე აქტივობაზე ^_^ "თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალის" მოწვევით თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და სცენარისტი ერლენდ ლუ ეწვია. რა თქმა უნდა არც ეს განსაკუთრებული შემთხვევა გამოგვრჩენია, დავუკავშირდით ორგანიზატორებს და მივიღეთ თანხმობა, რათა დამსწრე საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ერთგვარი გათამაშება. თითოეულმა მათგანმა, ფურცელზე ჩამოწერა სახელი და გვარი, რომლის შემდეგაც მათი მონაცემები მოთავსდა დოლურაში და იღბლიან მკითხველს წინა დღეს წიგნის ფესტივალზე შეძენილი "ნაივური. სუპერი." გადავეცით. ასევე გავათამაშეთ 25%-იანი ფასდაკლების ბარათი.


 
                                                

შეხვედრის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ჩვენი პოსტი http://benefice2014.blogspot.com/2014/05/blog-post.html






მეხუთე აქტივობა, ეს არის ატვირთული რეცენზია ერიკ-ემანუელ შმიტის "ოსკარი დ ავარდისფერი ქალბატონზე". ეს არის ერთგვარი ნიადაგი, რათა შემდეგ კვირას გავმართოთ უკვე დაანონსებული განხილვა და შემდგომ დაჯილდოება ამავე ნაწარმოების ირგვლივ, თუმცა ამ ღონისძიებაზე უკვე მესამე კვირას მოგიყვებით :)))








და ბოლოს ჩვენი მეექვსე, ბოლო გასვლა ამ კვირას :))) დავიწყეთ ასეთი პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები კითხვის მნიშვნელობაზე და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წიგნებზე. თან ჩვენი სტუმრები იყვნენ განსხვავებული სფეროებიდან, ამ კვირაში ჩვენი სტუმარია ანატოლი ბოისა ის ისაუბრებს წიგნის მნიშვნელობაზე და თავის ბოლო შენაძენ ზღაპარზე თავისი პატარისთვის :)))


პ.ს. იმედია, თავი არ შეგაწყინეთ მოცულობითი რეპორტით, მაგრამ ვცდილობთ ამომწურავად დაგანახოთ ჩვენი აქტივობები და თანდართული ფოტო და ვიდეო მასალით გვსურს უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ისინი :)))

პ.ს.ს. მომავალ კვირამდე ^^

No comments:

Post a Comment