Saturday, May 31, 2014

ერლენდ ლუ თბილისში

თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალის მოწვევით თბილისს ცნობილი ნორვეგიელი მწერალი და სცენარისტი ერლენდ ლუ ეწვია. მწერალი თბილისში პირველად ჩამოვიდა და მკითხველებთან შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
მოუთმენლად ველოდით მის ჩამოსვლას, სულ სხვა შეგრძნებაა, როცა შესაძლებლობას გაძლევენ შენთვის გამორჩეულ ავტორს პირადად შეხვდე და უსმენდე მისეულ შეფასებებს, წიგნების მიმოხილვას, ისმენდე მის ინტერესებზე,  ცდილობ მცირე დეტალიც კი, რომელიც მის ცხოვრებას უკავშირდება არ გამოგრჩეს, თუნდაც ის, რომ სწავლობს გიტარაზე დაკვრას და ყოველდღიურ ტრანსპორტად ველოსიპედს იყენებს.


თუმცა სანამ შეხვედრის დეტალებზე გადავიდოდეთ, გვსურს მოგიყვეთ იმ აქტივობის შესახებ, რომელიც "ბენეფისმა" განვახორციელეთ შეხვედრის დაწყებამდე. 

დასაწყისში შეკრებილ სტუმრებს წარვუდგინეთ ჩვენი გუნდი და გავაცანით გათამაშების წესები, რომელიც წინ ელოდათ. 


ჩამოვარიგეთ პატარა ფურცლები, რომელზეც თითოეულმა მათგანმა დაწერა თავისი სახელი და გვარი და ავტომატურად ჩაერთო გათამაშებაში, რომელიც დოლურის პრინციპზე იყო აგებული. თითოეულ მათგანს ჰქონდა შანსი მოეგო ერლენდ ლუს "ნაივური. სუპერი", რომელიც გუშინ წიგნის ფესტივალზე შევიძინეთ :)))

მას შემდეგ რაც კარგად ავურიეთ დოლურაში მოთავსებული ფურცლები, შესაძლებელი გახდა გამოგვევლინა ის იღბლიანი, რომელიც აღნიშნულ წიგნს მიიღებდა ჩვენგან საჩუქრად. მისი მფლობელი გახდა გიგა ბაინდურაშვილი. ასევე, გავათამაშეთ 25%-იანი ფასდაკლების ბარათი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან", რომელიც გადაეცა მაია ნიშნიანიძეს.




                                       

გათამაშებიდან მცირე ხანში დაიწყო შეხვედრა ნორვეგიელ მწერალთან, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ასევე, შეხვედრიდან გავიგეთ, რომ უახლოეს მომავალში "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გამოსცემს მის კიდევ ერთ წიგნს "დოპლერს", რომელიც მცირე მიმოხილვიდანაც ჩანდა, იმ წიგნების კატეგორიას განეკუთნება, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს.



                                                                    

შეხვედრის ბოლოს საკმაოდ გრძელი რიგი იდგა ავტოგრაფების მისაღებად.

საოცრად კმაყოფილებმა დავტოვეთ აუდიტორია ^_^


No comments:

Post a Comment