Monday, June 16, 2014

გუნდი "ბენეფისი" - "ტვინების ბრძოლის" ერთ-ერთი სპონსორი :)

    14 ივნისს თბილისში გაიმართა Brain.ge-სა და Kings-ის მიერ ორგანიზებული თამაშ "ტვინების ბრძოლის" დასკვნითი ტური. ასევე, მოხდა საერთო შედეგების შეჯამება და გამოვლინდნენ საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. დავუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასილაძეს და შევთავაზეთ სპონსორობა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსში მონაწილე გუნდ "ბენეფისის" სახელით, რაზეც თანხმობა მივიღეთ.


    პირველ ადგილზე გასული გუნდის კაპიტნისთვის დავაწესეთ მსოფლიო ბესტსელერი სტიგ ლარსონის წიგნი "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა", მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდების კაპიტნებს კი გადავეცით წიგნი - მოვემზადოთ გამოსაშვები გამოცდებისთვის (800 სატესტო შეკითხვა).

    თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვაცნობეთ მოსწავლეებს, რომ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" გამოცემული აქვს სტიგ ლარსონის სხვა მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებები და ასევე, ინტენსიურად გამოსცემს საატესტატო კითხვებს გამოცდებისთვის. შემდეგ კი დავაჯილდოვეთ კაპიტნები :))



რეცენზიები და ამონარიდები წიგნიდან "საუზმე ტიფანისთან"

    გადავწყვიტეთ, ბონუს დავალების ფარგლებში ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული რეცენზია წიგნზე "საუზმე ტიფანისთან" დაგვერიგებინა ქუჩაში, პარკში გამვლელთათვის, გამომდინარე იქიდან რომ მიგვაჩნია, რეცენზია საკმაოდ საინტერესოდ არის დაწერილი, ამით შესაძლებებლი გახდება ადრესატების დაინტერესება აღნიშნული წიგნით. რეცენზიების გარდა, დავარიგეთ ამონარიდები და საინტერესო ციტატები წიგნიდან :)))





საუკეთესო ნახატი :)) სტუმრად "ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში"

    შაბათს, 14 ივნისს ვესტუმრეთ "ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიას", სადაც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შევხვდით ბავშვების ერთ-ერთ ჯგუფს და გავაცანით კონკურსის პირობები. მათ ჰქონდათ საათ-ნახევარი სამუშაოდ და ნამუშევრის ჩვენთვის წარსადგენად. აღსანიშნავია, მათი სოაცარი მონდომება, ასევე ის ნიჭი, რომელიც მათ გამოავლინეს  ^_^













    ბოლოს საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა საბოლოოდ ჩვენს მიერ დაწესებული პრიზი - მხატვრობის, ძალიან კარგი წიგნი როგორც შინაარსობრივად, ასევე ილუსტრირებით, გადაეცა მაგდას, თუმცა გამომდინარე ბავშვების კარგი ნამუშევრებისა, რამდენიმე მათგანს გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათები :)))




"მოახვედრე და მოიგე"


    ჩვენმა გუნდა დაგეგმა ასეთი სახალისო თამაში: "მოახვედრე და მოიგე". ავარჩიეთ რამდენიმე წიგნი, მათი ღირებულების პროპორციულად დავამზადეთ ფირფიტები, რომელზეც ავღნიშნეთ წიგნის დასახელებები, გამოვაბით ლენტები და ვესტუმრეთ პარკ "მზიურს", ავარჩიეთ ადგილი, სადაც ჩამოვკიდეთ ფირფიტები თამაშისთვის, მოვნიშნეთ მანძილი საიდანაც შესაძლებებლი იყო, მოთამაშეს ესროლა მაგიდის ჩოგბურთის ბურთი და რომელ ფირფიტასაც მოხვდებოდა, მოეგო შესაბამისი ფირფიტაზე აღნიშნული წიგნი ^_^




    მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოვაწესრიგეთ, პარკში ჩამომსვლელებს ვაცნობდით ჩვენს აქციაზე, მათი სრული უმრავლესობა სიხარულით და აზარტით ჩაერთო თამაშში, ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრ მათგანს ფასიანი ეგონა მონაწილეობის მიღება და სასიამოვნოდ
გაკვირვებულები რჩებოდნენ, როცა ვეუბნებოდით რომ მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო მხოლოდ რიგში მოცდა, თუ რამდენად დაინტერესდნენ ჩვენი თამაშით შეგიძლიათ ფოტოლოკაჟში იხილოთ :))





    გვიხარია,  რომ აღმოჩნდნენ იღბლიანი მსროლელები, რომლებმაც მოიგეს, როგორც წიგნები, ასევე ფასდაკლებების ბარათები :)))



მსოფლიო ჩემპიონატი Tbilisi Event Hall-ში და აკა მორჩილაძის "სარბიელში"

     ივნისის თვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა! მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში :)))

     რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს არც ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გამოპარვია, ამიტომაც 13 ივნისს ვესტუმრეთ Tbilisi Event Hall-ს, სადაც გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, დიდ ეკერანზე ენახათ მსოფლიოს ორი გამორჩეული ნაკრების თამაში:
ესპანეთი - ჰოლანდია.

     რა თქმა უნდა, გულშემატკივართა ძალიან დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი, როგორც თავისი გუნდის საგულშემატკივროდ, ასევე  კარგი ფეხბურთის სანახავად. და სწორედ აქ, ფეხბურთის მოყვარულთათვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს გვინდოდა ჩაგვეტარებინა ჩვენი კიდევ ერთი აქტივობა, რომლის ფორმატზეც ორგანიზატორებთან ერთად შევთანხმდით.


    დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე, დიმიტრი ობოლაძემ მიმართა გულშემატკივრებს  და შეახსენა იმ  წამახალისებელ  პრიზებზე, რომლებიც  წინ ელოდათ ^^ პირობა იყო შემდეგი: ვინც ყველაზე მიახლოებულად გამოიცნობდა მატჩის საბოლოო შედეგს, Europe-Bet-ისა და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურს "წიგნების თაობის" მონაწილე გუნდ "ბენეფისისგან" მიიღებდა პრიზებს :))

     აქვე გთავაზობთ ვიდეოს:

     მალე დამთავრდა შესვენებისთვის განკუთვნილი დროც და დაიწყო, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დამთავრებული მეორე ტაიმი. ჰოლანდიის ნაკრების დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული, რომლის პროგნოზიც ყველაზე მიახლოებული აღმოჩნდა შედეგთან და ჩვენი გუნდის მიერ დაჯილდოვდა აკა მორჩილაძის წიგნით "სარბიელში", აქ არის თავმოყრილი აკა მორჩილაძის სპორტული სტატიები, რომელებსაც ის ბეჭდავდა 14 წლის განმავლობაში სპორტულ გაზეთ "სარბიელში".


      ასე დასრულდა კიდევ ერთი ემოციური, სიანტერესო და სპორტთან დაკავშირებული აქტივობა :)))

სტუმრად 43-ე საბავშვო ბაღში

     ბონუს დავალების ფარგლებში ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, წვეოდა 43-ე საბავშვო ბაღს და გადაგვეცა ზღაპრების წიგნები სერიიდან  - "წიგნი ყველა ბავშვს". იმისთვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო გაგვეხალისებინა, მოვიფიქრეთ ვწვეოდით ფერადი ბუშტებით, მისვლამდე ამ პროცესმა საკმაოდ გაგვახალისა, ცოტა არ იყოს შეცბუნებულებმა შევაბიჯეთ საბავშვო ბაღში, არ ვიცოდით, როგორი განწყობით შეგვხვდებოდნენ ბავშვები...

     თუმცა, მისვლიდან რამდენიმე წუთში, მივხვდით, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო ჩვენი ორჭოფული მდგომარეობა ^_^ ბავშვებმა სიხარულით მიიღეს ჩვენი საჩუქრები, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ თითოეულ ზღაპარზე, ამა თუ იმ პერსონაჟზე ამბობდნენ, რომ ეს ის გმირია, რომელიც ძალიან უყვართ...





     ზოგი ალადინზე საუბრობდა, ზოგი პინოკიოზე, ზოგი კონკიაზე, ჩექმებიან კატაზე... გადავწვიტეთ, ერთობლივად წაგვეკითხა ზღაპარი, უმრავლესობის გადაწყვეტილებით "ჩექმებიანი კატა" ავარჩიეთ და წავიკითხეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ მასაც სურდა მოეყოლა ზღაპარი, მის სურვილს სხვებიც აყვნენ ^_^ ამიტომაც გადავწყვიტეთ რამდენიმეს ერთად მოეყოლა ერთი ზღაპარი, ვიდეოშიც დაინახავთ, როგორი მონდომებით და სიხარულით ყვებიან :)))



ეს იყო კიდევ ერთი სასიამოვნო აქტივობა ბავშვებთან ერთად.


    გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას და მშობლებს, რომ მოგვცეს საშუალება ეს ერთი დღე ასე სასიამოვნოდ გაგვეტარებინა, როგორც ბავშვებს, ასევე ჩვენ ^_^





Sunday, June 15, 2014

"აგვისტოს პასიანსის" გათამაშება წიგნის მაღაზია "ლიგამუსში"

     ჩვენი გუნდი ესტუმრა წიგნის სახლ "ლიგამუსს", სადაც სტუდენტებს შორის ჩავატარეთ მინი ქვიზი 10 შეკითხვით, რომელიც დაკავშირებული იყო "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან". ვიქტორინაში გაიმარჯვა ბელა ბიწაძემ, რომელმაც კითხვების მაქსიმალურ რაოდენობას, ათივეს გასცა პასუხი და გადავეცით გათამაშებისთვის გამოყოფილი აკა მორჩილაძის "აგვისტოს პასიანსი" :)))

       გთავაზობთ ფოტოკოლაჟს:





Friday, June 13, 2014

"ბენეფისის გზავნილების" კულმინაცია

კვირის წინგუნდ ბენეფისის“ წევრებმა პროექტის წიგნების თაობა 2014“ ფარგლებში დავიწყეთ ინოვაციური იდეის განხორციელებათამაშისრომელსაც ბენეფისის გზავნილებიდავარქვით. ჩვენ დავამზადეთ კონვერტები, ამოვწერეთ საუკეთესო ფრაზებიბაკურ სულაკაურის გამომცემლობისწიგნებიდან და ვტოვებდით მათ ქუჩებში, პარკებში, ბაღებში, ვამაგრებდით ხეებზე ჭიკარტით, რამდენიმე ათეული დავტოვეთ უნივერსიტეტში ^_^

კონვერტში მოთავსებული იყო უნიკოდი, რომლის მოწერის შემთხვევაში მპოვნელი ერთვებოდა თამაშში და მას შეეძლო, მოეგო ნებისმიერი წიგნი, რომელსაც თვითონ აარჩევდა ^_^

რადგან პროექტი დასასრულს მიუახლოვდა, გვსურს დავგეგმოთბენეფისის გზავნილებისკულმინაცია - დაჯილდოება ^_^

წიგნის მაღაზიასანტა ესპერანსასმენეჯერთან შეთანხმებით, გვსურს, მოვიწვიოთ, ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობს ამ თამაშში, შაბათს, 14 ივნისს, 18 საათზე :) მდებარეობა: სანქტ პეტერბურგის ქუჩა 12 (მარჯანიშვილის მეტროსთან). გათამაშება გაიმართებასანტა ესპერანსაში“ :)

Thursday, June 12, 2014

რეცენზია - True Man ანუ საუზმე ტიფანისთან


True Man ანუ საუზმე ტიფანისთან...

ახლა დილაა, წესით ყველა ნორმალურის საუზმის დრო. არანორმალურებმა რა უნდა ქნან?...

თქვენ იცნობდით გოგონას რუხი ქვის სახლის ქვედა სართულიდან, რომლის ფანჯარაც სახანძრო კიბეს გადაჰყურებდა?

თუ ჰო, მაშინ აუცილებლად გემახსოვერებათ  გოგონა ბიჭურად შეკრეჭილი ბზისფერი კულულებით, მუქის სათვალეებით რომლის ქვეშაც შვლის ნუკრივით წმინდა თვალებს მალავდა, წითელი პომადით, მუდამ სუნამოს სურნელებით გაჟღენთილი და რომლის ასაკიცსადღაც 16-სა და 30 შორის უნდა გვეძებნაუამრავი დებოშის და სკანდალის მთავარი გმირი, ერთი შეხედვით თითქოს ლოთი და ნარკომანი, რომელსაც კარგი კონიაკი ურჩევნია მარიხუანას, გოგონა, რომელსაც საფოსტო ყუთზე დიდი აკადემიური შრიფტით უწერიამოგზაურობს”, ალბათ, გულის სიღრმეში ყველა ჩვენგანი ოცნებობს ასეთ მოგზაურობაზე, გოგონა რომელსაც შეუძლია უკიდურესი უკმეხი სიტყვის საპასუხოდ ანგელოზის ხმით გიპასუხოთრაა გენაცვალე”?
გოგონა, რომელიც ახლდაბანილი თმით და მამალაყინწა ბიჭის ხმით ჩამოჯდება სახანძრო კიბესთან და ტკბილი ხმით ღიღინებს ოკლაჰომურ მელოდიებს, არა ყველას ერთი სიმღერა ურჩევნიასიზმარში კი არ მინდა, ნეტა სიცოცხლეში გამასეირნა სამოთხის მინდვრებშიყველაზე უტიფარი, ანცი, ონავარი, დებოშისტი, ხანდახან უზრდელი, მას შეუძლია მაღაზიაში შევიდეს და მოიპაროს საშობაო სუვენირირომ არ დაავიწყდეს ხანდახან ქურდობადა წარმოუდგენელია მისი შინაგანისისუფთავიდან" გამომდინარე ეს ქურდობად აღიქვა, უყვარს ცხენები და არ უყვარს ბესბოლზე საუბარი, უყვარს ბავშვები  და გიჟდება თავის უსახელო კატაზე.

ჰოლის ფსოქპორტრეტის გაშიფრვა ისეთივე რთულია, როგორც ევერესტზე უჟანგბადოდ ასვლა, მაგრამ მე მასში ვხედავ სუფთა ბავშვურობას, სილაღეს, ოინბაზობას, ერთი შეხედვითგარყვნილი ქალიარომლის ოთახიდან მუდამ მამაკაცების ღრანცალის ხმა გამოდის დილამდე. ის მოუსვენარია და მისი დაგრიმული სახლის მიღმა კი უსაღვრო სევდა, დრამატიზმი და ტრაგიკულობა იმალება, ალბათ ამიტომაც ატარებს მუდამ შავ სათვალეებს. ის ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან და სილაღესთან რომლისკენაც ალბათ ყველა მივილტვით:

“არაფერი მინდა იქამდე, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს, სადაც მე და ჩემი ნივთები ერთად ვიქნებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი ეს რა ადგილია, მაგრამ წარმომიდგენია, როგორია”.

და მაინც, მგონია, რომ ყველა ჩვენგანში იმალება ჰოლი, რომელიც სინამდვილეში სულ არ არის ჰოლი და სხვა სახელი ჰქვია, იმ კატისაგან განსხვავებით, რომელსაც სახელიც კი არ აქვს და რატომ?

“თუ ვიპოვი ცხოვრებაში ისეთ ადგილს, რომელიც ისევე მაგრძნობინებს თავს, როგორც ტიფანისთან, მაშინ ვიყიდდი ავეჯს და კატასაც დავარქმევდი სახელს”.....

ის არის ადამიანი, რომელშიც ერთდროულად არის “ჰავანური ქარიშხალი” და “პალერმოს თოვლი”, “პრაღის მარტოსულობასაც” იპოვნის ადამიანი, თუ კარგად დააკვირდება..... ზამთრის სუსხიანი, ცივი კვირა დღეა, მყუდრო ოთახი, ყვავილის ქოთნებს შორის კი კატა “მე გავიფიქრე ნეტა რა დაარქვეს სახელი-მეთქი” და მაშინ დავრწმუნდი, რომ ჰოლის უკვე ჰქონდა ნაპოვნი ის ადგილი, რომელიც არ იცოდა, როგორი იქნებოდა, მაგრამ “წარმოედგინა”. არ ჰქონდა მნიშვნელობა აფრიკული ქოხი იქნებოდა თუ ბრაზილიური ფაველა.

მთავრია, რომ მან ის იპოვა და იმედია რომ ოდესღაც, ჩვენც.