Tuesday, June 3, 2014

ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" განხილვა

    შაბათს, 7 ივნისს, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსში მონაწილე გუნდ Bénéfice-სა და Facebook ჯგუფის We love Books-ის ორგანიზებით მოეწყობა ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" განხილვა.ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება წარმოადგინოს თავისი ჩანახატი თემაზე "წერილი ღმერთს". შაბათს წავიკითხავთ აღნიშნულ წერილებს და ანონიმური ხმის მიცემით გამოვლინდება გამარჯვებული, სამი პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა საჩუქრად ერიკ ემანუელ შმიტის წიგნები.

    გაიმართება ვიქტორინაც, რომელშიც პირველი ორი ადგილის მფლობელი მიიღებს 25% ფასდაკლების ბარათს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან".
"წერილები ღმერთს" კონკურსის დეტალები: ჩანახატი მაქსიმუმ ერთ გვერდიანი, რომელიც უნდა ატვირთოთ ჯგუფში We Love Books ნებისმიერი ფორმატით, 6 ივნისამდე. სახელწოდებაში უნდა ფიგურირებდეს კონკურსის სახელწოდება.

    ასევე ყველას, ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება ოსკარი და "ვარდისფერი ქალბატონის" განხილვაში, ან თუნდაც მოსმენა, გეპატიჟებით ჩვენს ღონისძიებაზე, გთხოვთ შეავსათ აღნიშნული გაიმართება ვიქტორინაც, რომელშიც პირველი ორი ადგილის მფლობელი მიიღებს 25% ფასდაკლების ბარათს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან"."წერილები ღმერთს" კონკურსის დეტალები: ჩანახატი მაქსიმუმ ერთ გვერდიანი, რომელიც უნდა ატვირთოთ ჯგუფში We Love Books ნებისმიერი ფორმატით, 6 ივნისამდე. სახელწოდებაში უნდა ფიგურირებდეს კონკურსის სახელწოდება.ასევე ყველას, ვისაც გსურთ მონაწილეობის მიღება ოსკარი და "ვარდისფერი ქალბატონის" განხილვაში, ან თუნდაც მოსმენა, გეპატიჟებით ჩვენს ღონისძიებაზე, გთხოვთ შეავსათ აღნიშნული აპლიკაცია.

დასწრება თავისუფალია. მის.: თბილისი, სანქტ-პეტერბურგის ქ. N 12, წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" :)))

No comments:

Post a Comment