Monday, June 9, 2014

სტუმრად Wendy's-ში ^_^

ჩვენი ერთ-ერთი აქტივობა ეს იყო ვსტუმრებოდით Wendy's-ს, ამისთვის ავარჩიეთ დღის მეორე ნახევარი, რათა მეტი ადამიანი ჩაგვერთო აქციაში.


მივედით თითოეულ მაგიდასთან, რომელიც დაკავებული იყო და გავაცანით ყველას აქციის პირობები, საჭირო იყო, ჩაგვეწერა მხოლოდ მათი სახელი და გვარი, რომლის შემდეგაც ყოველი მათგანი დოლურაში მოთავსდებოდა და იღბლიანს, რომელსაც გამოვავლენდით დოლურის პრინციპით, გადავცემდით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნს "დესერტები და სასმელები" :)))




ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, ძალიან კარგი რეცეპტებითა და გაფორმებით, სრული უმრავლესობა სიხარულითა და აზარტით ჩაერთო აქციაში, ყველას (ერთის გარდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, უკვე ჰქონდა გასათამაშებელი წიგნი სახლში) სახელისა და გვარის ჩამოწერის შემდეგ გავმართეთ გათამაშება, რომელშიც გაიმარჯვა სალომე ხერგიანმა და გადავეცით გასათამაშებელი წიგნი ^_^



აღსანიშნავია, Wendy's-ის გოგონა, რომელიც ჩვენს განწყობაზე ზრუნავდა (ასევე თამაშშიც მიიღო მონაწილეობა) ^_^


No comments:

Post a Comment