პირველი კვირის რეპორტი

გთავაზობთ პირველი კვირის მიმოხილვას :)))
დადგა დრო დავიწყოთ პირველი კვირის რეპორტის წერა. ეს იყო კვირა რომლის თითოეული დღე იწყებოდა ახალ იდეებზე, აქტოვობებზე ფიქრითა და ორგანიზებით, იყო ისეთი ღამეები როცა თავზეც დაგვათენდა, მერწუმეთ არ ვაჭარბებთ :))) ეს იყო კვირა, სადაც უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. შეგვეძლო ვყოფილიყავით არაბანალურები, კრეატიულები და პრობლემების წინაშე უკან არ დაგვეხია :))) თქვენ განდობთ შეფასებას თუ რამდენად გამოგვივიდა დასახული მიზანი :)

პირველი იდეა გვინდოდა ყოფილიყო სხვებთან შედარებით, მასშტაბური და ორიგინალური, თუმცა მისი განხორციელება 3-4 დღით გადაიდო რადგან ამინდებმა არ შეგვიწყო ხელი...

ამიტომაც გადავერთეთ მეორე ღონისძიებაზე, რომნელიც გულისხმობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვიქტორინის ჩატარებას. ვიქტორინის კითხვები ს რაოდენობა შეადგენდა ათს. კითხვები საშუალო სირთულის იყო და მათი უმრავლესობა დაკავშირებული იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან. ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს VII-XI კლასის მოსწავლეებმა, ასევე მანდატურმა და სკოლის დაცვის პოლიციის წევრმა :)))



ვინც ყველაზე მეტი ქულა აიღო ვიქტორინაში, სახელები და გვარები დავწერეთ ფურცელზე, ჩავყარეთ სპეციალურად გათამაშებითვის გამზადებულ ყუთში და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ბავშვებს გადავეცით 5 ფასდაკლების ბარათი.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გასათამაშებლად სამი ბარათი გვქონდა გამოყოფილი, თუმცა ბავშვებმა ისე გვთხოვეს კიდევ ორი ბარათის დამატება რომ უარი ვერ ვუთხარით. მოსწავლეები გამარჯვებულს აპლოდისმენტების თანხლებით ხვდებოდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის სიხარულს. არ დაგვავიწყდება მათი აღტაცებული სახეები. მარტივი შესამჩნევი იყო, რომ მათ წიგნები და კითხვა უყვართ :))) 
გვსურს გითხრათ რომ ეს არ იყო ერთჯერადი, შემდგომ კვირებშიც ვგეგმავთ თბილისის სხვადასხვა 
სკოლებში სტუმრობას .




რაც შეეხება მეორე ღონისძიებას -  24 მაისსკინკლუბ "მზესუმზირასა" და ჩვენს გუნდ "Bénéfice"_ან ერთად შედგა ერთობლივი წიგნისა და ფილმის „ფორესტ გამპის“ ჩვენება-განხილვა.

ფილმის დაწყებამდე აუდიტორიას გავაცანით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ წიგნების ახალი სერია „კინობიბლიოთეკა“.  გავაკეთეთ მოკლე მიმოხილვა "კინობიბლიოთეკის" სერიიდან წიგნებისა „ცისფერი მთები“ და „საუზმე ტიფანისთან“, რომლის შემდეგაც დაიწყო ფილმის ჩვენება...

ფილმის ხანგრძლივობა ორსაათ ნახევარი, ვერც ვიგრძენით რა უცებ გავიდა, შემდეგ გავმართეთ დისკუსია-მიმოხილვა, როგორც ფილმის ასევე წიგნის გარშემო. იყო საოცრად მეგობრული და თბილი გარემო :))) ვისაუბრეთ ფილმის ძირითად აქცენტებზე, ასევე იმ ფრაზებსა და სიუჟეტებზე, რომლებიც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა ^_^

ღონისძიების დასასრულს კი გავმართეთ ვიქტორინა,  გამოვავლინეთ ორი გამარჯვებული, რომელებთაც გადავეცით „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 25%-იანი ფასადაკლების ბარათი. 


გვინდა გავაკეთოთ კინოკლუბ „მზესუმზურას“ ხელმძღვანელის თამუნა ამინაშვილის ნათქვამის ციტირება: „ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენი აქტივობა ამ კუთხით განახორციელეთ და ასეთი სასიამოვნო შაბათი დღე გამოგვივიდა“.

რაც შეეხება მესამე აქტივობას ეს იყო რეცენზია ფილმ "ფორესტ გამპზე", http://benefice2014.blogspot.com/2014/05/blog-post_399.html რომელიც მოგვაწოდა ჩვენმა მეგობარმა და ღონისძიებამდე ავტვირთეთ, როგორც ჩვენს Facebook-ის გვარდზე, ასევე ბლოგზე, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ძალიან ბევრისგან მოწონება დაიმსახურა და აღმოჩდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც სწორედ ამ რეცენზიის  წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტეს ღონისძიებაზე დასწრება :)))

ხოლო, რაც შეეხება მეოთხე და ჩვენს საამაყო აქტოვობააას ^_^ ეს გახლდათ სახელწოდებით "ბენეფისის გზავნილები". რას ნიშნავს ბენეფისის გზავნილი? 

თქვენ შეიძლებოდა ქუჩაში, პარკში, უნივერსიტეტში, ავტობუსში, ხეზე, სკამზე გეპოვათ გულმოდგინეთ გაკეთებული, ლამაზად გადაკეცილ-დაწებებული თეთრი კონვერტი, ჩვენი გუნდის ლოგოთი ^_^ და..... თქვენ ავტომატურად გახდებოდით ჩვენი თამაშის მონაწილე :))) ყოველ კონვერტს აქვს თავისი უნიკალური კოდი, რომლის გამოგზავნის შემთხვევაშიც მპოვნელი გათამაშების მონაწილე ხდება და ეძლევა შესაძლებლობა მოიგოს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მისი სურთვილით არჩეული ნებისმიერი წიგნი :))) ასევე, ყოველ ჩვენს კონვერტს აქვს თავისი გზავნილი, რომელიც არის პატარა ციტატა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რომელიმე წიგნიდან :))) ამ გზავნილის ჩვენს Facebook-ის გვერდზე ატვირთვის შემდეგ, მპოვნელი ერთვება უკვე მეორე კონკურსში, რომელიც Like-ების პრინციპით გამოვლინდება :)))


ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიმართულებით გათვლა, ეს იყო რამდენიმე იდეის ნაზავი :)))) საინტერესო, მასშტაბური იდეა, მპოვნელის დაინტერსება, მისთვის იმ წიგნების გაცნობა, რომელსაც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გამოსცემს, და თან მისთვის ამის ძალიან პოზიტიური კუთხით მიწოდება, ასევე იმისთვის რომ ჩვენი აქტივობები და ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდეს გვჭირდებოდა მეტი მომხმარებელი Fb გვერდზე... ახლა ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ იდეამ ყველა კუთხით გაამართლა ^_^ ნახეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელში, როგორი ინტენსივობით პოსტავენ ნაპოვნ გზავნილებს, გვისვამენ ძალიან ბევრ შეკითხვას თუ როდის გაიმართება გათამაშება სასურველი წიგნისთვის :)))) ვხედავთ გამოგვივიდა ^_^ თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, შედეგი მზიანი პარასკევისა და შაბათი დღის :))) "ბენეფისის გზავნილები" ისევ ემზადებიან ქალაქში გასასვლელად :))))


სულ ეს იყო რისი თქმაც გვინდოდა თქვენთვის ამ კვირის რეპორტის სახით :)))

პ.ს. თუკი რეპორტი მოცულობიათია, მივიღებთ თქვენს შენიშვნას და ვეცდებით შემდგომში ასეთი მოცულობით არ აღვწეროთ განვლილი კვირა ^_^

No comments:

Post a Comment