Wednesday, May 21, 2014

სამზადისი პირველი ღონისძიებისთვის

       იწყება შეხვედრა... ყველაზე ხშირად დასმული კითხვა - „შემდეგი იდეა რა არის?“ იდეის განხილვა, შეჯერება... ისმის ტაშის ხმა „აიი, ყველაზე მაგარი იდეა!“
ისევ მსჯელობა, ვთანმხდებით, რომ ეს იდეა სხვა კვირას უნდა განვახორციელოთ. გვინდა კონკურსის ფარგლებში პირველი ღონისძიება მასშტაბური და შთამბეჭდავი იყოს... გვინდა კრეატიულები ვიყოთ, არაბანალურ იდეას ვეძებთ. რთული ამოცანის წინაშე ვართ.. გვიანია, აუდიტორიაში დაცვა შემოდის, ვხვდებით რომ უნდა დავიშალოთ...




ღამის სამი საათია და გუნდის ერთ-ერთი წევრი - გოგა მწერს, რომ საოცრად დამაინტრიგებელი და ისეთი იდეა აქვს, რომელიც „მართლაც რომ შთამბეჭდავია“ (ეს მისი სიტყვების ციტირებაა :დ). სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერ ვიჯერებ... ვუცდი მეორე დღეს, რომ გავიგო მეტი ამ იდეაზე, იქნებ ის არის, რასაც ვეძებდით...

ხოლო დღეს  ჩვენ შეგვიძლია სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ თბილისს სულ მალე ძალიან მასშტაბური წამოწყება მოიცავს ^_^ „ბენეფისის გზავნილები“ თქვენთან შესახვედრად ემზადებიან, ერთადერთი დაბრკოლება ამინდია. თუმცა, თუ ამინდის პროგნოზს ვენდობით, თბილისში პარასკევს მზიანი დილა გათენდება :) :)



დანარჩენს ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ინტრიგად დავტოვებთ, პარასკევიდან თქვენ შეიძლება „ბენეფისის გზავნილის“ მფლობელი გახდეთ ^_^




No comments:

Post a Comment