Sunday, May 18, 2014

გუნდი „ბენეფისი“ მონაწილეობას იღებს ბაკურ საულაკაურის გამომცემლობის  საინტერესო და  აზარტულ კონკურსში „წიგნების თაობა“.


მოკლედ, გაგაცნობთ ჩვენს თავს: თინინა ლემონჯავა და გოგა შენგელია. მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია პროექტში ღირსეული კონკურენციის გაწევა სხვა გუნდებისთვის და გვაქვს გამარჯვების რეალური შანსი, რადგან აღნიშნული პროექტი მოითხოვს კრეატივს და ადამიანურ რესურს, რომელსაც ნამდვილად არ დავიშურებთ :)) ვთვლით, რომ ეს არის კონკურსი, სადაც შესაძლებელია მინიმალური მატერიალური დანახარჯით გამარჯვება.

 


თქვენ ალბათ გაინტერესებთ რატომ ბენეფისი?

 

 

როდესაც რეგისტრაციამდე 21 წუთია დარჩენილი და გუნდის სახელი მოფიქრებული არ გაქვს, ამაზე პასუხს მაშინ გამოცდი :)  პირველად მოფიქრებულ ვერსიებს შორის ყველაზე საინტერესო, რაც ავარჩიეთ, სწორედ, ჩვენი გუნდის სახელი იყო, რადგან მოგებას, სარგებელს ნიშნავს. სარგებელი ამ კონკურსის, როგორც ორგანიზატორებისთვის ასევე გუნდის წევრებისთვის. მატერიალური, ინტელექტუალური, ასევე, ერთი საინტერესო თვე ასეთ ცხელ მაის-ივნისში. რაც შეეხება ლოგოს, აქ უკვე ნამდვილად მეტი დრო დავხარჯეთ, ვიდრე 21 წუთია და უამრავი სასარგებლო თუ გამოუსადეგარი იდეის ავტორები აღმოვჩნდით, საბოლოოდ ორიენტირება წიგნზე გავაკეთეთ, ასევე ჩვენს სიმბოლოდ ბუ ავირჩიეთ, რადგან ბუ არის... თუმცა ვფიქრობთ, რომ ის, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს ნამდვილად იცის, რისი სიმბოლოა ჩვენი ძვირფასი ბუ ^_^  გაფერადებული B და S  აბრევიატურები კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის აღნიშნავს, ლოგოს დამზადებაზე კი ჩვენმა მეგობარმა ვალერი ქუფარაშვილმა იზრუნა :)) 


ვთვლით, რომ ჩვენი გუნდი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს სხვა გუნდებს თამაშის წესების სრული გათვალისწინებით და მრავალ ისეთ ღონისძიებას შევთავაზებთ, რომელში მონაწილეობაც თქვენთვის სასიამოვნო და დაუვიწყარი იქნება :))


ამას ჩვენ გპირდებით გუნდი Bénéfice, მრავალ კრეატიულ, საინტერესო, თბილ და მაშტაბურ ღონისძიებებს ^_^



No comments:

Post a Comment