Monday, June 16, 2014

მსოფლიო ჩემპიონატი Tbilisi Event Hall-ში და აკა მორჩილაძის "სარბიელში"

     ივნისის თვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა! მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში :)))

     რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს არც ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გამოპარვია, ამიტომაც 13 ივნისს ვესტუმრეთ Tbilisi Event Hall-ს, სადაც გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, დიდ ეკერანზე ენახათ მსოფლიოს ორი გამორჩეული ნაკრების თამაში:
ესპანეთი - ჰოლანდია.

     რა თქმა უნდა, გულშემატკივართა ძალიან დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი, როგორც თავისი გუნდის საგულშემატკივროდ, ასევე  კარგი ფეხბურთის სანახავად. და სწორედ აქ, ფეხბურთის მოყვარულთათვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს გვინდოდა ჩაგვეტარებინა ჩვენი კიდევ ერთი აქტივობა, რომლის ფორმატზეც ორგანიზატორებთან ერთად შევთანხმდით.


    დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე, დიმიტრი ობოლაძემ მიმართა გულშემატკივრებს  და შეახსენა იმ  წამახალისებელ  პრიზებზე, რომლებიც  წინ ელოდათ ^^ პირობა იყო შემდეგი: ვინც ყველაზე მიახლოებულად გამოიცნობდა მატჩის საბოლოო შედეგს, Europe-Bet-ისა და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურს "წიგნების თაობის" მონაწილე გუნდ "ბენეფისისგან" მიიღებდა პრიზებს :))

     აქვე გთავაზობთ ვიდეოს:

     მალე დამთავრდა შესვენებისთვის განკუთვნილი დროც და დაიწყო, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დამთავრებული მეორე ტაიმი. ჰოლანდიის ნაკრების დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული, რომლის პროგნოზიც ყველაზე მიახლოებული აღმოჩნდა შედეგთან და ჩვენი გუნდის მიერ დაჯილდოვდა აკა მორჩილაძის წიგნით "სარბიელში", აქ არის თავმოყრილი აკა მორჩილაძის სპორტული სტატიები, რომელებსაც ის ბეჭდავდა 14 წლის განმავლობაში სპორტულ გაზეთ "სარბიელში".


      ასე დასრულდა კიდევ ერთი ემოციური, სიანტერესო და სპორტთან დაკავშირებული აქტივობა :)))

No comments:

Post a Comment