შაბათს, 7 ივნისს ჩვენი გუნდის Bénéfice-სა და Facebook ჯგუფის We love Books-ის ორგანიზებით მოეწყო ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" განხილვა.
ერთი კვირით ადრე სოციალურ ქსელ Facebook-ში გავაკეთეთ ღონისძიება, რომელშიც მოვიწვიეთ დაახლოებით სამი ათასი სტუმარი, ასევე სხვადასხვა ჯგუფებში ვავრცელებდით ჩვენს ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ განსახილველი წიგნი კარგად შევარჩიეთ, რადგან ძალიან ბევრმა გამოთქვა განხილვაზე მოსვლის სურვილი.
დავიწყეთ განხილვა, ისე როგორც, წინასწარვე გვქონდა დაგეგმილი, არანაირი ოფიაციალური გარემო, გვსურდა მაქსიმალურად მეგობრულად ვყოფილიყავით ყველანი ერთმანეთთან და რაც შეიძება კარგად გაგვეტარებინა ჩვენთვის განკუთვნილი ორი საათი. დავსხედით წრეზე, ყველა თავის სურვილის მიხედვით განვლაგდით :)) წარვუდგინეთ მათ ჩვენი თავი, თუ რა კონკურსში ვმონაწილეობდით. მცირე მიმოხილვის შემდეგ წავიკითხეთ განსახილველ ნოველაზე რეცენზია, ამის შემდეგ თითოეულმა სტუმარმა გაგვაცნო თავისი თავი, ასევე ისაუბრა თუ რატომ გადაწყვიტა განხილვაზე მოსვლა და წაიკითხა ციტატა, რომელიც მას შეხვდა დარიგებისას :)))
განხილვა-დაჯოლდოების შემდეგ ყველას სახეზე კმაყოფილებას თუ ნახავდით, მაგრამ ამავე დროს სურვილს, გვესაუბრა ისევ ოსკარზე... ან როგორ შეიძებდა ისაუბრო ამ ნოველაზე და თქვა რომ ყველაფერი ამოწურე მის ირგვლივ...
მოუთმენლად ველოდით შაბათ საღამოს, ექვს საათზე "სანტა ესპერანსაში" უკვე იყო განხილვაში მონაწილეობის მსურველთა საკმაო რაოდენობა და სტუმრები ისევ მოდიოდნენ :))) საოცრად გვიხაროდა, რომ ამდენი მსურველი აღმოჩნდა ^^
თითოეულ მონაწილეს უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ასეთი თბილი და სიყვარულით სავსე შაბათი დღის მეორე ნახევრისთვის :))))
No comments:
Post a Comment