Tuesday, July 22, 2014

გუნდი "ბენეფისი" კონკურს "წიგნების თაობა 2014-ის" გამარჯვებული გახდა

    "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის"
კონკურსის "წიგნების თაობა 2014" გამარჯვებული გახდა გუნდი "ბენეფისი", რომლის წევრებიც ვიყავით მე - თინინა ლემონჯავა და გოგა შენგელია. კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს შორის კითხვის პოპულარიზაციას. პროექტში მონაწილე გუნდები ვაწარმოებდით "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" PR კაპმანიას, ვცდილობდით ორიგინალურად წარმოგვეჩინა გამომცემლობა და გაგვეზარდა კომპანიის ცნობადობა. კონკურსის ფარგლებში ბლოგზე განვათავსეთ ოთხი რეცენზია სხვადასხვა მოთხოვნად წიგნებზე, ერთი თვის მანძილზე ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიება-აქტოვობათა რაოდენობამ 30-ს მიაღწია. გუნდი "ბენეფისი" ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად მიიღებს სამას ლარიან სტიპენდიას. ასევე საპრიზო ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ ვაჩუერებითა და წიგნებით.

    მადლობას ვუხდით "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" ასეთი სიანტერესო კონკურსისთვის, ასეთი საინტერესო და სასიამოვნოდ დაძაბული ერთი თვისთვის.
ასევე მადლობას ვუხდით თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი ჩეიტანა ჩვენს გამარჯვებაში.

Monday, June 16, 2014

გუნდი "ბენეფისი" - "ტვინების ბრძოლის" ერთ-ერთი სპონსორი :)

    14 ივნისს თბილისში გაიმართა Brain.ge-სა და Kings-ის მიერ ორგანიზებული თამაშ "ტვინების ბრძოლის" დასკვნითი ტური. ასევე, მოხდა საერთო შედეგების შეჯამება და გამოვლინდნენ საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. დავუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასილაძეს და შევთავაზეთ სპონსორობა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურსში მონაწილე გუნდ "ბენეფისის" სახელით, რაზეც თანხმობა მივიღეთ.


    პირველ ადგილზე გასული გუნდის კაპიტნისთვის დავაწესეთ მსოფლიო ბესტსელერი სტიგ ლარსონის წიგნი "გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა", მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდების კაპიტნებს კი გადავეცით წიგნი - მოვემზადოთ გამოსაშვები გამოცდებისთვის (800 სატესტო შეკითხვა).

    თამაშის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვაცნობეთ მოსწავლეებს, რომ "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას" გამოცემული აქვს სტიგ ლარსონის სხვა მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებები და ასევე, ინტენსიურად გამოსცემს საატესტატო კითხვებს გამოცდებისთვის. შემდეგ კი დავაჯილდოვეთ კაპიტნები :))



რეცენზიები და ამონარიდები წიგნიდან "საუზმე ტიფანისთან"

    გადავწყვიტეთ, ბონუს დავალების ფარგლებში ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებული რეცენზია წიგნზე "საუზმე ტიფანისთან" დაგვერიგებინა ქუჩაში, პარკში გამვლელთათვის, გამომდინარე იქიდან რომ მიგვაჩნია, რეცენზია საკმაოდ საინტერესოდ არის დაწერილი, ამით შესაძლებებლი გახდება ადრესატების დაინტერესება აღნიშნული წიგნით. რეცენზიების გარდა, დავარიგეთ ამონარიდები და საინტერესო ციტატები წიგნიდან :)))





საუკეთესო ნახატი :)) სტუმრად "ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში"

    შაბათს, 14 ივნისს ვესტუმრეთ "ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიას", სადაც წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შევხვდით ბავშვების ერთ-ერთ ჯგუფს და გავაცანით კონკურსის პირობები. მათ ჰქონდათ საათ-ნახევარი სამუშაოდ და ნამუშევრის ჩვენთვის წარსადგენად. აღსანიშნავია, მათი სოაცარი მონდომება, ასევე ის ნიჭი, რომელიც მათ გამოავლინეს  ^_^













    ბოლოს საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა საბოლოოდ ჩვენს მიერ დაწესებული პრიზი - მხატვრობის, ძალიან კარგი წიგნი როგორც შინაარსობრივად, ასევე ილუსტრირებით, გადაეცა მაგდას, თუმცა გამომდინარე ბავშვების კარგი ნამუშევრებისა, რამდენიმე მათგანს გადავეცით 25%-იანი ფასდაკლების ბარათები :)))




"მოახვედრე და მოიგე"


    ჩვენმა გუნდა დაგეგმა ასეთი სახალისო თამაში: "მოახვედრე და მოიგე". ავარჩიეთ რამდენიმე წიგნი, მათი ღირებულების პროპორციულად დავამზადეთ ფირფიტები, რომელზეც ავღნიშნეთ წიგნის დასახელებები, გამოვაბით ლენტები და ვესტუმრეთ პარკ "მზიურს", ავარჩიეთ ადგილი, სადაც ჩამოვკიდეთ ფირფიტები თამაშისთვის, მოვნიშნეთ მანძილი საიდანაც შესაძლებებლი იყო, მოთამაშეს ესროლა მაგიდის ჩოგბურთის ბურთი და რომელ ფირფიტასაც მოხვდებოდა, მოეგო შესაბამისი ფირფიტაზე აღნიშნული წიგნი ^_^




    მას შემდეგ, რაც ყველაფერი მოვაწესრიგეთ, პარკში ჩამომსვლელებს ვაცნობდით ჩვენს აქციაზე, მათი სრული უმრავლესობა სიხარულით და აზარტით ჩაერთო თამაშში, ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრ მათგანს ფასიანი ეგონა მონაწილეობის მიღება და სასიამოვნოდ
გაკვირვებულები რჩებოდნენ, როცა ვეუბნებოდით რომ მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო მხოლოდ რიგში მოცდა, თუ რამდენად დაინტერესდნენ ჩვენი თამაშით შეგიძლიათ ფოტოლოკაჟში იხილოთ :))





    გვიხარია,  რომ აღმოჩნდნენ იღბლიანი მსროლელები, რომლებმაც მოიგეს, როგორც წიგნები, ასევე ფასდაკლებების ბარათები :)))



მსოფლიო ჩემპიონატი Tbilisi Event Hall-ში და აკა მორჩილაძის "სარბიელში"

     ივნისის თვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა! მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში :)))

     რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს არც ეს მნიშვნელოვანი მოვლენა გამოპარვია, ამიტომაც 13 ივნისს ვესტუმრეთ Tbilisi Event Hall-ს, სადაც გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, დიდ ეკერანზე ენახათ მსოფლიოს ორი გამორჩეული ნაკრების თამაში:
ესპანეთი - ჰოლანდია.

     რა თქმა უნდა, გულშემატკივართა ძალიან დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი, როგორც თავისი გუნდის საგულშემატკივროდ, ასევე  კარგი ფეხბურთის სანახავად. და სწორედ აქ, ფეხბურთის მოყვარულთათვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დროს გვინდოდა ჩაგვეტარებინა ჩვენი კიდევ ერთი აქტივობა, რომლის ფორმატზეც ორგანიზატორებთან ერთად შევთანხმდით.


    დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე, დიმიტრი ობოლაძემ მიმართა გულშემატკივრებს  და შეახსენა იმ  წამახალისებელ  პრიზებზე, რომლებიც  წინ ელოდათ ^^ პირობა იყო შემდეგი: ვინც ყველაზე მიახლოებულად გამოიცნობდა მატჩის საბოლოო შედეგს, Europe-Bet-ისა და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" კონკურს "წიგნების თაობის" მონაწილე გუნდ "ბენეფისისგან" მიიღებდა პრიზებს :))

     აქვე გთავაზობთ ვიდეოს:

     მალე დამთავრდა შესვენებისთვის განკუთვნილი დროც და დაიწყო, ბევრისთვის მოულოდნელი შედეგით დამთავრებული მეორე ტაიმი. ჰოლანდიის ნაკრების დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული, რომლის პროგნოზიც ყველაზე მიახლოებული აღმოჩნდა შედეგთან და ჩვენი გუნდის მიერ დაჯილდოვდა აკა მორჩილაძის წიგნით "სარბიელში", აქ არის თავმოყრილი აკა მორჩილაძის სპორტული სტატიები, რომელებსაც ის ბეჭდავდა 14 წლის განმავლობაში სპორტულ გაზეთ "სარბიელში".


      ასე დასრულდა კიდევ ერთი ემოციური, სიანტერესო და სპორტთან დაკავშირებული აქტივობა :)))

სტუმრად 43-ე საბავშვო ბაღში

     ბონუს დავალების ფარგლებში ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, წვეოდა 43-ე საბავშვო ბაღს და გადაგვეცა ზღაპრების წიგნები სერიიდან  - "წიგნი ყველა ბავშვს". იმისთვის, რათა ბავშვები კიდევ უფრო გაგვეხალისებინა, მოვიფიქრეთ ვწვეოდით ფერადი ბუშტებით, მისვლამდე ამ პროცესმა საკმაოდ გაგვახალისა, ცოტა არ იყოს შეცბუნებულებმა შევაბიჯეთ საბავშვო ბაღში, არ ვიცოდით, როგორი განწყობით შეგვხვდებოდნენ ბავშვები...

     თუმცა, მისვლიდან რამდენიმე წუთში, მივხვდით, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო ჩვენი ორჭოფული მდგომარეობა ^_^ ბავშვებმა სიხარულით მიიღეს ჩვენი საჩუქრები, საოცარ ემოციას გამოხატავდნენ თითოეულ ზღაპარზე, ამა თუ იმ პერსონაჟზე ამბობდნენ, რომ ეს ის გმირია, რომელიც ძალიან უყვართ...





     ზოგი ალადინზე საუბრობდა, ზოგი პინოკიოზე, ზოგი კონკიაზე, ჩექმებიან კატაზე... გადავწვიტეთ, ერთობლივად წაგვეკითხა ზღაპარი, უმრავლესობის გადაწყვეტილებით "ჩექმებიანი კატა" ავარჩიეთ და წავიკითხეთ. ერთ-ერთმა თქვა, რომ მასაც სურდა მოეყოლა ზღაპარი, მის სურვილს სხვებიც აყვნენ ^_^ ამიტომაც გადავწყვიტეთ რამდენიმეს ერთად მოეყოლა ერთი ზღაპარი, ვიდეოშიც დაინახავთ, როგორი მონდომებით და სიხარულით ყვებიან :)))



ეს იყო კიდევ ერთი სასიამოვნო აქტივობა ბავშვებთან ერთად.


    გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობას და მშობლებს, რომ მოგვცეს საშუალება ეს ერთი დღე ასე სასიამოვნოდ გაგვეტარებინა, როგორც ბავშვებს, ასევე ჩვენ ^_^